https://sputnik-georgia.com/20250315/saqartvelosi-ramdenime-narkotikistvis-dozirebebi-icvleba-kanonmdeblobasi-cvlilebebi-292512394.html
საქართველოს კანონმდებლობაში რამდენიმე ნარკოტიკისთვის დოზირებები იცვლება - დეტალები
საქართველოს კანონმდებლობაში რამდენიმე ნარკოტიკისთვის დოზირებები იცვლება - დეტალები
Sputnik საქართველო
ორჯერ მცირდება „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ კატეგორია, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 15.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-15T16:44+0400
2025-03-15T16:44+0400
2025-03-15T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:243:2592:1701_1920x0_80_0_0_413fecdf5f79a5fc38ee29511d260ec4.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დოზის შეცვლას გარკვეული ნარკოტიკული საშუალებებისთვის, ასევე მარიხუანისთვის, რომლებიც პირადი მოხმარებისა და სისხლის სამართლის წესით დასჯადი შენახვისთვის არის განკუთვნილი.კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალს და მათ დოზებს სამ კატეგორიად: მცირე დოზა პირადი მოხმარებისთვის, დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. სწორედ ამ დოზას იყენებს პოლიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას.სიაში შედის 272 ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ითვლება ნარკოტიკად და 72 ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელთა მიმოქცევა მკაცრად კონტროლდება.ცვლილებების მიხედვით, დოზის „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ კატეგორიის დოზა განახევრდება, რაც აღმოჩენის ან გასაღების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას.ასეთი ნარკოტიკების და მათი პრეკურსორების სიაში შედის ბუპრენორფინი, კოკაინი, მარიხუანა, კანაფი, ფსილოციბინი, ტეტრაკანაბინოლი, კეტამინი და პრეგაბალინი.პირადი მოხმარებისთვის დასაშვები დოზები, რომლებიც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, უცვლელი დარჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24103/40/241034073_0:0:2592:1944_1920x0_80_0_0_5d9fc40b36b1c753878d3f442f9f84fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონმდებლობაში რამდენიმე ნარკოტიკისთვის დოზირებები იცვლება - დეტალები
16:44 15.03.2025 (განახლებულია: 22:28 15.03.2025) ორჯერ მცირდება „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ კატეგორია, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დოზის შეცვლას გარკვეული ნარკოტიკული საშუალებებისთვის, ასევე მარიხუანისთვის, რომლებიც პირადი მოხმარებისა და სისხლის სამართლის წესით დასჯადი შენახვისთვის არის განკუთვნილი.
კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალს და მათ დოზებს სამ კატეგორიად: მცირე დოზა პირადი მოხმარებისთვის, დიდი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. სწორედ ამ დოზას იყენებს პოლიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას.
სიაში შედის 272 ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ითვლება ნარკოტიკად და 72 ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელთა მიმოქცევა მკაცრად კონტროლდება.
ცვლილებების მიხედვით, დოზის „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ კატეგორიის დოზა განახევრდება, რაც აღმოჩენის ან გასაღების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ასეთი ნარკოტიკების და მათი პრეკურსორების სიაში შედის ბუპრენორფინი, კოკაინი, მარიხუანა, კანაფი, ფსილოციბინი, ტეტრაკანაბინოლი, კეტამინი და პრეგაბალინი.
პირადი მოხმარებისთვის დასაშვები დოზები, რომლებიც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, უცვლელი დარჩება.