https://sputnik-georgia.com/20250315/narkotikuli-sasualebebis-gasareba-sasamartlom-sami-braldebuli-damnasaved-cno-292505067.html
ნარკოტიკული საშუალების გასაღება: სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ნარკოტიკული საშუალების გასაღება: სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება. 15.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-15T10:40+0400
2025-03-15T10:40+0400
2025-03-15T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე). დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირი ასევე 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) ცნო. უწყების ცნობით, პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ნარკოტიკული საშუალების გასაღება: სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
უწყების ცნობით, ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).
დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირი ასევე 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) ცნო.
უწყების ცნობით, პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.