https://sputnik-georgia.com/20250314/terorizmisgan-tavisuflebis-indeqsi-saqartvelom-sauketeso-sareitingo-pozicia-daikava-292487184.html
ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსი: საქართველომ საუკეთესო სარეიტინგო პოზიცია დაიკავა
ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსი: საქართველომ საუკეთესო სარეიტინგო პოზიცია დაიკავა
Sputnik საქართველო
საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T13:29+0400
2025-03-14T13:29+0400
2025-03-14T13:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო რეიტინგებში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280794468_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_611e47708d05476e5b98387cdf6e8dc4.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ტერორიზმისგან თავისუფლებით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე გამწესდა. მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 90-ე ადგილზეა (10 პოზიციით დაწინაურდა), სომხეთი - 79-ზე (6 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი), ხოლო რუსეთი - მე-16-ე პოზიციაზეა (21 პოზიციით გაუარესება).საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული მსოფლიოში. ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთორთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ მრავალწლიან შეჯამებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280794468_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_0d9b3be0e64f33a4200449ee38461ad2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში
ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსი: საქართველომ საუკეთესო სარეიტინგო პოზიცია დაიკავა
საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ტერორიზმისგან თავისუფლებით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე გამწესდა.
მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა.
გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო ანუ ბოლო 100-ე ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამასთან საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 90-ე ადგილზეა (10 პოზიციით დაწინაურდა), სომხეთი - 79-ზე (6 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი), ხოლო რუსეთი - მე-16-ე პოზიციაზეა (21 პოზიციით გაუარესება).
საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ამასთან ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული მსოფლიოში.
ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთორთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ მრავალწლიან შეჯამებას.