https://sputnik-georgia.com/20250314/tbilissi-8-atasamde-abonenti-bunebrivi-airis-garese-darceba-292493016.html
თბილისში 8 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება
თბილისში 8 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება
Sputnik საქართველო
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 15 მარტის 19:00 საათამდე აღუდგება. 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T17:47+0400
2025-03-14T17:47+0400
2025-03-14T17:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისი-ენერჯი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_07a72747bfd31727bb247d6f8d4b10d2.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ისნის რაიონში 7,8 ათას აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy). კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 13 მარტს უნდა დაწყებულიყო, დღეს, 14 მარტს დაიწყება და 7,8 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. მათი განცხადებით, სამუშაოები ქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის აუცილებელია. გაზის მიწოდება 14 მარტს 22:00-დან შეწყდება. გაზმომარაგების აღდგენა 15 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად დასრულდება 19:00 საათამდე. გაზის მიწოდება შეუწყდება, როგორც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს. "თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_24f00e05a3aa14fabd3983b7c4154846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისი-ენერჯი
თბილისში 8 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 15 მარტის 19:00 საათამდე აღუდგება.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ისნის რაიონში 7,8 ათას აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 13 მარტს უნდა დაწყებულიყო, დღეს, 14 მარტს დაიწყება და 7,8 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. მათი განცხადებით, სამუშაოები ქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის აუცილებელია.
გაზის მიწოდება 14 მარტს 22:00-დან შეწყდება. გაზმომარაგების აღდგენა 15 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად დასრულდება 19:00 საათამდე.
„გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზის მიწოდება შეუწყდება, როგორც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
"თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.