https://sputnik-georgia.com/20250314/saqartvelo-miesalmeba-somxetsa-da-azerbaijans-soris-samsvidobo-xelsekrulebis-proeqts-292501772.html
საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს
საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს
Sputnik საქართველო
სომხეთი მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადისა და ადგილის თაობაზე 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T19:44+0400
2025-03-14T19:44+0400
2025-03-14T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
კავკასია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_e91722fb4cdc909f7b29f157f39e6e80.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე მიღწეული შეთანხმება ისტორიული ნაბიჯია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესათანხმებლად. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთმა „მიიღო აზერბაიჯანული მხარის წინადადებები შეთანხმების ბოლო ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით“.მანამდე ერევანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში ორი შეუთანხმებელი პუნქტი ეხება მესამე ძალების (ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მისია სომხეთში - რედ.) გაყვანას სასაზღვრო ტერიტორიებიდან და საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებზე ურთიერთ უარის თქმას.13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პუნქტი შეთანხმებული იყო. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ბაქოს გადასცა, რომ იგი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით.სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოსაწერად. სომხეთი მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერის ვადისა და ადგილის შესახებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a05c8f0e1391d5af72e4cd5e907cc75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს
სომხეთი მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადისა და ადგილის თაობაზე
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე მიღწეული შეთანხმება ისტორიული ნაბიჯია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესათანხმებლად. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთმა „მიიღო აზერბაიჯანული მხარის წინადადებები შეთანხმების ბოლო ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით“.
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე ერევანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში ორი შეუთანხმებელი პუნქტი ეხება მესამე ძალების (ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მისია სომხეთში - რედ.) გაყვანას სასაზღვრო ტერიტორიებიდან და საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებზე ურთიერთ უარის თქმას.
13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პუნქტი შეთანხმებული იყო. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით ბაქოს გადასცა, რომ იგი იღებს აზერბაიჯანის წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ორ შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით.
სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოსაწერად. სომხეთი მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერის ვადისა და ადგილის შესახებ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.