https://sputnik-georgia.com/20250314/ra-xdeba-tbilisis-uzravi-qonebis-bazarze-292487487.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T14:13+0400
2025-03-14T14:13+0400
2025-03-14T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_9b35ebbe0bc201cb8359cfce579746c5.jpg.webp
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.დედაქალაქში 2025 წლის იანვარში გაიყიდა 2,9 ათასი ბინა.მკვლევარები აღნიშნავენ, რომ იმ ბინებიდან, რომელთა ჩაბარებაც 2025 წელს იგეგმება, 77% გაყიდულია და უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებმა ისარგებლეს სამშენებლო კომპანიის შიდა განვადებით.G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (<$1,000 მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში, ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.900 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.501 დოლარი და ჩუღურეთი - 1.798 დოლარი კვადრატულ მეტრზე.ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა დიდ დიღომში (1.037 დოლარი კვადრატულ მეტრზე), გლდანში (1032 დოლარი), ვაშლიჯვარში - კვადრატულ მეტრზე 972 დოლარი.იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელთან შედარებით 5,7%-ით გაიზარდა - გაიყიდა 242,2 მლნ დოლარის ღირებულების ბინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_be9cde85ce7affe825e813b84d320db7.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო მონაცემები
გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
დედაქალაქში 2025 წლის იანვარში გაიყიდა 2,9 ათასი ბინა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ იმ ბინებიდან, რომელთა ჩაბარებაც 2025 წელს იგეგმება, 77% გაყიდულია და უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებმა ისარგებლეს სამშენებლო კომპანიის შიდა განვადებით.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (<$1,000 მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში, ყველაზე ნაკლები - ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში.
ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.900 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.501 დოლარი და ჩუღურეთი - 1.798 დოლარი კვადრატულ მეტრზე.
ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა დიდ დიღომში (1.037 დოლარი კვადრატულ მეტრზე), გლდანში (1032 დოლარი), ვაშლიჯვარში - კვადრატულ მეტრზე 972 დოლარი.
იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელთან შედარებით 5,7%-ით გაიზარდა - გაიყიდა 242,2 მლნ დოლარის ღირებულების ბინა.