https://sputnik-georgia.com/20250314/maka-boworisvili-ass-s-elcs-sexvda-ra-ganixiles-mxareebma-292504674.html
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად. 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T19:04+0400
2025-03-14T19:04+0400
2025-03-14T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292504292_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5700311fef700b7b656eab60e0445c66.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.საელჩოში არ აკონკრეტებენ, რა ნაბიჯებზე იყო საუბარი.საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაუარესდა. აშშ-მა საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ დაიწყო. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს. შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით. აშშ-მ "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292504292_87:0:1908:1366_1920x0_80_0_0_fb8ae417aee7e1ab27c5ddbf578331f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საელჩოში არ აკონკრეტებენ, რა ნაბიჯებზე იყო საუბარი.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაუარესდა. აშშ-მა საქართველოსგან დისტანცირება ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ დაიწყო. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.