https://sputnik-georgia.com/20250314/ilia-meorem-siriasi-momxdari-tragediis-gamo-gulistkivili-gamotqva-292488042.html
ილია მეორემ სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გულისტკივილი გამოთქვა
ილია მეორემ სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გულისტკივილი გამოთქვა
Sputnik საქართველო
შეტაკებების შედეგად სირიაში 830 სამოქალაქო პირი დაიღუპა 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T15:41+0400
2025-03-14T15:41+0400
2025-03-14T15:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სირია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292486863_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_3fd40ae61108ab00e765f2cef6ed14e4.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ტრაგიკულმა მოვლენებმა სირიაში აღაშფოთა მსოფლიო საზოგადოება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უცხადებს სოლიდარობას სირიელ ხალხს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს მომავალში მსგავს ბოროტებას, ნათქვამია წერილში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს უგზავნის.6 მარტს სირიის პროვინციებში (ლატაკიასა და ტარტუსში) დაიწყო სასტიკი შეტაკებები სირიის უშიშროების ძალებსა და არმიას და დამასკოს ახალი მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. ბოლო მონაცემებით, სირიის სანაპირო ნაწილში სამხედრო მოქმედებების შედეგად 830 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაღუპულთა უმრავლესობა ალავიტური თემის წარმომადგენლები არიან.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საერთო პროტესტს უერთდება.„ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს“, - ნათქვამია კათოლიკოსის წერილში.ილია მეორემ ასევე სთხოვა ანტიოქიის პატრიარქს, გადასცეს თანადგომის სიტყვები სირიელ ხალხს.სირიის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ უშიშროების ძალების 231 თანამშრომელი დაიღუპა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიარაღებულ ჯგუფებთან შეტაკებისას, რომლებიც ახალ მთავრობას ეწინააღმდეგებოდნენ. მან ასევე განაცხადა 10 მარტს ძალოვანი ოპერაციის დასრულების შესახებ და ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0e/292486863_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_488e94b8ce17f93b7ec76f6e22976f4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, სირია
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, სირია
ილია მეორემ სირიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გულისტკივილი გამოთქვა
შეტაკებების შედეგად სირიაში 830 სამოქალაქო პირი დაიღუპა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ტრაგიკულმა მოვლენებმა სირიაში აღაშფოთა მსოფლიო საზოგადოება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უცხადებს სოლიდარობას სირიელ ხალხს და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს მომავალში მსგავს ბოროტებას, ნათქვამია წერილში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს უგზავნის.
6 მარტს სირიის პროვინციებში (ლატაკიასა და ტარტუსში) დაიწყო სასტიკი შეტაკებები სირიის უშიშროების ძალებსა და არმიას და დამასკოს ახალი მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. ბოლო მონაცემებით, სირიის სანაპირო ნაწილში სამხედრო მოქმედებების შედეგად 830 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაღუპულთა უმრავლესობა ალავიტური თემის წარმომადგენლები არიან.
„თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა“, - ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საერთო პროტესტს უერთდება.
„ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს“, - ნათქვამია კათოლიკოსის წერილში.
ილია მეორემ ასევე სთხოვა ანტიოქიის პატრიარქს, გადასცეს თანადგომის სიტყვები სირიელ ხალხს.
„გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს. აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია წერილში.
სირიის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ უშიშროების ძალების 231 თანამშრომელი დაიღუპა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიარაღებულ ჯგუფებთან შეტაკებისას, რომლებიც ახალ მთავრობას ეწინააღმდეგებოდნენ. მან ასევე განაცხადა 10 მარტს ძალოვანი ოპერაციის დასრულების შესახებ და ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ.