https://sputnik-georgia.com/20250313/tbilisis-aeroporti-evropis-sauketeso-aeroportebis-top-xuteulsi-moxvda-mariam-qvrivisvili-292484788.html
თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა - მარიამ ქვრივიშვილი
თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა - მარიამ ქვრივიშვილი
Sputnik საქართველო
ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის აეროპორტის წარმატება ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T19:47+0400
2025-03-13T19:47+0400
2025-03-13T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0d/292479407_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_15d797a128816e4efda122feb287b908.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა, რაც საქართველოში საავიაციო ინდუსტრიის სწრაფი ზრდის დადასტურებაა, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ავიაკომპანია Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას დაიწყებენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცაა British Airways, EasyJet, Austrian Airlines, ასევე Transavia, რომელიც საფრანგეთის მიმართულებით განახორციელებს რეისებს. ამავე დროს დაემატება პირდაპირი რეისები, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და შვეიცარიაში.„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წელს მგზავრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით მგზავრთა მოძრაობა 29%-ით გაიზარდა.„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მარშრუტებზე სიხშირის ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზრდება და 5 მილიონს მიაღწევს.თბილისის აეროპორტთან ერთად ნომინანტთა ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის (Southend Airport) და ვილნიუსის აეროპორტები.შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, წლის საუკეთესო აეროპორტებს ავიაკომპანიები კენჭისყრის საფუძველზე ადგენენ მგზავრთნაკადის ზრდის, ასევე წლის განმავლობაში დამატებული ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების ჯამური რაოდენობის გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0d/292479407_157:0:1580:1067_1920x0_80_0_0_cd7b651d30a09990b9798c9637f43ba3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა - მარიამ ქვრივიშვილი
ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის აეროპორტის წარმატება ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდა, რაც საქართველოში საავიაციო ინდუსტრიის სწრაფი ზრდის დადასტურებაა, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ავიაკომპანია Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრია მზარდია, ვითარდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას დაიწყებენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცაა British Airways, EasyJet, Austrian Airlines, ასევე Transavia, რომელიც საფრანგეთის მიმართულებით განახორციელებს რეისებს. ამავე დროს დაემატება პირდაპირი რეისები, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და შვეიცარიაში.
„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წელს მგზავრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით მგზავრთა მოძრაობა 29%-ით გაიზარდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მარშრუტებზე სიხშირის ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზრდება და 5 მილიონს მიაღწევს.
თბილისის აეროპორტთან ერთად ნომინანტთა ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის (Southend Airport) და ვილნიუსის აეროპორტები.
შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, წლის საუკეთესო აეროპორტებს ავიაკომპანიები კენჭისყრის საფუძველზე ადგენენ მგზავრთნაკადის ზრდის, ასევე წლის განმავლობაში დამატებული ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების ჯამური რაოდენობის გათვალისწინებით.