https://sputnik-georgia.com/20250313/saxmeleto-transportis-saagentosa-da-stus-oris-memorandumi-gaformda-detalebi-292481986.html
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა: დეტალები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა: დეტალები
Sputnik საქართველო
საავტომობილო დარგი,კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, მიაჩნია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T21:20+0400
2025-03-13T21:20+0400
2025-03-13T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_0:117:3000:1805_1920x0_80_0_0_7867b5dcd87fbcfe380efc097ad72213.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საავტომობილო დარგის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების უზრუნველყოფაა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები. შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა სასერტიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების იმპლემენტაციისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_5ff26a917fcd47f9b1b054613db1cef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, განათლება საქართველოში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა: დეტალები
საავტომობილო დარგი,კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, მიაჩნია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საავტომობილო დარგის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების უზრუნველყოფაა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.
„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, რადგან საავტომობილო დარგი ახალი, კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულების - ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, რომლებიც შეძლებენ ახალი პროფესიების დაუფლებას და შემდგომში დასაქმებას", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები.
შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა სასერტიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების იმპლემენტაციისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.