https://sputnik-georgia.com/20250313/saqartvelosi-didi-odenobit-oqroulobis-ukanonod-semotana-scades-292481054.html
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროულობის უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროულობის უკანონოდ შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T18:31+0400
2025-03-13T18:31+0400
2025-03-13T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემოსავლების სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822797_857:559:2359:1404_1920x0_80_0_0_98fcea334f18a3e9c8007bebffc5542e.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება შემოსავლების სამსახური. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 473 გრამი) გამოავლინეს. ბრალდებულს ოქროს ნივთები ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამალული. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საერთო ჯამში 170 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35,61 გრამი) შეეცადა. ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 ათასზე მეტი ლარი შეადგინა. ერთ-ერთი სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ჯამში 20.130 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822797_1017:601:2153:1453_1920x0_80_0_0_ed81cf2bd499dd0204a43aaf5b834bbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროულობის უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 473 გრამი) გამოავლინეს. ბრალდებულს ოქროს ნივთები ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამალული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საერთო ჯამში 170 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანას სპეციალურად მოწყობილი სამალავებით (მათ შორის ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ არსებულ სივრცეში მოთავსებული იყო 35,61 გრამი) შეეცადა.
ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 95 ათასზე მეტი ლარი შეადგინა.
ერთ-ერთი სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, საქართველოს 2 მოქალაქეს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ჯამში 20.130 ლარის ოდენობით შეეფარდათ.