https://sputnik-georgia.com/20250313/saqartvelo-somxeti-martis-matcebistvis-nakrebis-semadgenloba-cnobilia-292479201.html
საქართველო - სომხეთი: მარტის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო - სომხეთი: მარტის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპიძლებს. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T14:36+0400
2025-03-13T14:36+0400
2025-03-13T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_0:152:3000:1840_1920x0_80_0_0_e28d11d77d0dfdbde144656df7dc8f3a.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის 20 მარტს ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, 23 მარტს კი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის „ჩერნომორეცის“ და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი) დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა) ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი“, საფრანგეთი). საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ. რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231467_345:0:3000:1991_1920x0_80_0_0_dd26dfdb3da5688f98698ae76100254b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველო - სომხეთი: მარტის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპიძლებს.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის 20 მარტს ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, 23 მარტს კი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის „ჩერნომორეცის“ და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი“, საფრანგეთი).
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).