https://sputnik-georgia.com/20250313/saakasvilis-megobrebisgan-mxolod-bodiss-velodebit-parlamentis-tavmjdomare-292484028.html
სააკაშვილის მეგობრებისგან ჩვენ მხოლოდ ბოდიშს ველოდებით - პარლამენტის თავმჯდომარე
სააკაშვილის მეგობრებისგან ჩვენ მხოლოდ ბოდიშს ველოდებით - პარლამენტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილი ქართველი ხალხის სახელით ბოდიშს ელის იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც კორუმპირებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T23:35+0400
2025-03-13T23:35+0400
2025-03-13T23:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ჩეხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f3372be452aa65e8abafd446433285f4.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს შენიშვნებს ჩეხი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ამასთან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს ჩეხეთის მთავრობას, მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება, რომელიც ეხება მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.პარლამენტის სპიკერის თქმით, ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.„ერთადერთი, რასაც მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან, არის ბოდიში, სხვა დანარჩენი ამის ფონზე არის აბსოლუტურად გაუფასურებული. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა, მათგან საერთოდ რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა, რა სიტყვა ან კომენტარი უნდა მივიღოთ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, სადაც თითოეულ მათგანში 2021 წლის 29 ოქტომბრიდან ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.აქციები თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_01a0641aa79878a92bcf19a3a0c4a294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ჩეხეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ჩეხეთი
სააკაშვილის მეგობრებისგან ჩვენ მხოლოდ ბოდიშს ველოდებით - პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი ქართველი ხალხის სახელით ბოდიშს ელის იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც კორუმპირებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს შენიშვნებს ჩეხი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ამასთან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს ჩეხეთის მთავრობას, მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება, რომელიც ეხება მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
„ელოდონ სხვები ახალ არჩევნებს, ლოდინს წინ რა უდგას, დაელოდონ. სააკაშვილის მეგობრებისგან შენიშვნის ერთ სიტყვასაც კი არ მივიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
„ერთადერთი, რასაც მოველით სააკაშვილის მეგობრებისგან, არის ბოდიში, სხვა დანარჩენი ამის ფონზე არის აბსოლუტურად გაუფასურებული. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა, მათგან საერთოდ რა წინადადება, რა რეკომენდაცია, რა შენიშვნა, რა სიტყვა ან კომენტარი უნდა მივიღოთ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, სადაც თითოეულ მათგანში 2021 წლის 29 ოქტომბრიდან ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.