https://sputnik-georgia.com/20250313/restavrirebuli-filmebis-saertasoriso-festivalze-qartuli-munji-kinos-xuti-nimusi-acvenes-292481668.html
რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში აჩვენეს
რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში აჩვენეს
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მუნჯი ფილმები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გააციფრულა. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T20:02+0400
2025-03-13T20:02+0400
2025-03-13T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
არქივი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24370/95/243709513_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_18aba1ca6153f3653335709d438755ca.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა საარქივო და რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საარქივო და რესტავრირებული ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალზე Toute la mémoire du monde პარიზის სინემატიკაში აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის ჩვენება მოეწყო. პარიზში შეკრებილმა მაყურებელმა ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში – ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?" (1925) და „ჯანყი გურიაში" (1928), ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო" (1928), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა" (1931) და კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (1929) იხილა. ფესტივალის ბოლო დღეს კი ნაჩვენები იყო გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი“ (1969). კინოფესტივალში ეროვნულმა კინოცენტრმა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მონაწილეობა პირველად მიიღეს. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პარიზის სინემატიკის წარმომადგენლებსა და კინოს სხვა პროფესიონალებთან. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მუნჯი ფილმები გაციფრულდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ, საქართველოს კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24370/95/243709513_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_12ca7f6817fcffd9646d63dbd1836993.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არქივი , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, არქივი , კულტურა საქართველოში
რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში აჩვენეს
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მუნჯი ფილმები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გააციფრულა.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა არქივმა საარქივო და რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საარქივო და რესტავრირებული ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალზე Toute la mémoire du monde პარიზის სინემატიკაში აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის ჩვენება მოეწყო.
პარიზში შეკრებილმა მაყურებელმა ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში – ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?" (1925) და „ჯანყი გურიაში" (1928), ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო" (1928), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა" (1931) და კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (1929) იხილა. ფესტივალის ბოლო დღეს კი ნაჩვენები იყო გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი“ (1969).
კინოფესტივალში ეროვნულმა კინოცენტრმა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მონაწილეობა პირველად მიიღეს.
ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პარიზის სინემატიკის წარმომადგენლებსა და კინოს სხვა პროფესიონალებთან.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მუნჯი ფილმები გაციფრულდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ, საქართველოს კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.