https://sputnik-georgia.com/20250313/narkopolitikis-sesaxeb-kanons-damusaveba-swirdeba-premieri-292480857.html
„ნარკოპოლიტიკის შესახებ“ კანონს დამუშავება სჭირდება - პრემიერი
„ნარკოპოლიტიკის შესახებ“ კანონს დამუშავება სჭირდება - პრემიერი
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დასაჯოს ნარკორეალიზატორები და მხარი დაუჭიროს ნარკოდამოკიდებულ პირებს 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T17:47+0400
2025-03-13T17:47+0400
2025-03-13T17:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292376210_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_019293ec9e068f8b311e34e8e14a94d4.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი დამუშავებას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოგასაღების ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას.ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა გამსაღებლებისა და მომხმარებლების მიმართ უნდა განსხვავებული იყოს.„სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტირებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მოსახლეობის დარწმუნებაზე, რომ აკრძალული ნივთიერებებს ორგანიზმისთვის და ზოგადად ადამიანის განვითარებისთვის ტრაგიკულ შედეგებში მოაქვს.ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოშისაქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292376210_139:0:1908:1327_1920x0_80_0_0_a8f0840cd3ba0e42cfb070267a7e1c3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
„ნარკოპოლიტიკის შესახებ“ კანონს დამუშავება სჭირდება - პრემიერი
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დასაჯოს ნარკორეალიზატორები და მხარი დაუჭიროს ნარკოდამოკიდებულ პირებს
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი დამუშავებას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოგასაღების ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას.
„ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს - შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა გამსაღებლებისა და მომხმარებლების მიმართ უნდა განსხვავებული იყოს.
„სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტირებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მოსახლეობის დარწმუნებაზე, რომ აკრძალული ნივთიერებებს ორგანიზმისთვის და ზოგადად ადამიანის განვითარებისთვის ტრაგიკულ შედეგებში მოაქვს.
ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოში
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.
ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.
გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.