https://sputnik-georgia.com/20250313/narkobiznesi-da-fulis-gatetreba-sasamartlom-10-piri-damnasaved-cno-292483289.html
ნარკობიზნესი და ფულის გათეთრება: სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო
ნარკობიზნესი და ფულის გათეთრება: სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ 5 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვათ. 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T22:48+0400
2025-03-13T22:48+0400
2025-03-13T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ათი პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე აწარმოებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრში ბრალდებულებმა შესაბამის დოკუმენტებში უჩვენეს, რომ თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3.000.000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დაახლოებით 2.000.000 ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე 1.000.000 ლარზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილებია შეძენილი. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25,400 გ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძველი სქემით სქემით მომხდარიყო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 14 და 15 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორ პირს 18-18 წლით, ერთ პირს 15 წლით და 6 თვით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ 1.000.000 ლარზე მეტი ღირებულების რვა ავტომანქანა, 4.000.000 ლარამდე ღირებულების ხუთი უძრავი ქონება და ჩხრეკის შედეგად ამოღებული 40.000 ლარამდე თანხა.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ირანი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ირანი
ნარკობიზნესი და ფულის გათეთრება: სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო
ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ 5 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოერთვათ.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ათი პირი დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე აწარმოებდა. საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრში ბრალდებულებმა შესაბამის დოკუმენტებში უჩვენეს, რომ თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3.000.000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა.
ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა.
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დაახლოებით 2.000.000 ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე 1.000.000 ლარზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილებია შეძენილი.
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25,400 გ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძველი სქემით სქემით მომხდარიყო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 14 და 15 ივნისს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორ პირს 18-18 წლით, ერთ პირს 15 წლით და 6 თვით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ 1.000.000 ლარზე მეტი ღირებულების რვა ავტომანქანა, 4.000.000 ლარამდე ღირებულების ხუთი უძრავი ქონება და ჩხრეკის შედეგად ამოღებული 40.000 ლარამდე თანხა.