https://sputnik-georgia.com/20250313/didi-upiratesobit-movigebt-kobaxize-tvitmmartvelobis-arcevnebze-292484246.html
დიდი უპირატესობით მოვიგებთ - კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე
დიდი უპირატესობით მოვიგებთ - კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე
Sputnik საქართველო
პრემიერს არ ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ მოუგებს თავის კონკურენტებს თვითმმართველობის არჩევნებზე 13.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-13T19:01+0400
2025-03-13T19:01+0400
2025-03-13T19:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573882_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_868599989d9c3ed50826f4fe742066c9.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მერების და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.მისი თქმით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის რესურსი არ აქვს და თუ გაბედავს, საკუთარ თავს დაუპირისპირდება.„შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენ ხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად“, - განაცხადა კობახიძემ.ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“ - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ.საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია, მერის არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573882_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_5fa67f0e1485bb72d0375c119299aadd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
დიდი უპირატესობით მოვიგებთ - კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე
პრემიერს არ ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ მოუგებს თავის კონკურენტებს თვითმმართველობის არჩევნებზე
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მერების და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და აქედანვე შემიძლია გითხრათ სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის რესურსი არ აქვს და თუ გაბედავს, საკუთარ თავს დაუპირისპირდება.
„შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენ ხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“ - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია, მერის არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.