https://sputnik-georgia.com/20250312/subari-torntontan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs-292473648.html
ვიცე-სპიკერი: მოვუწოდე ხელისუფლებას არ მოხდეს ტორნტონის შემოშვება საზღვარზე
ვიცე-სპიკერი: მოვუწოდე ხელისუფლებას არ მოხდეს ტორნტონის შემოშვება საზღვარზე
Sputnik საქართველო
ტორნტონს არაერთხელ გამოუთქვამს მკაცრი კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T19:46+0400
2025-03-12T19:46+0400
2025-03-12T19:46+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8d7cbcebf72699a2d4aa8b91f7f957f1.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა ტორნტონის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო, მისი ქვეყანაში შემოსვლის აკრძლვის ინიციატივით გამოვიდა.ტორნტონს არაერთხელ გამოუთქვამს მკაცრი კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მან საკუთარ წერილში „როგორ შეიძლება დემონსტრანტებმა გაიმარჯვონ?" აქციის მონაწილეებს მოუწოდა საყოველთაო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვის ეტაპზე გადავიდნენ, რაც გამოიწვევს ეკონომიკის პარალიზებას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.ტორნტონმა საქართველოში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები ერთ-ერთ ინტერვიუში შეაფასა როგორც თავდასხმა თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში, რაც, მისი აზრით, არალეგიტიმურია. ამასთან, როგორც ტორნტონმა აღნიშნა, დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.მანამდე ტორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე თბილისში გამართული აქციის ვიდეოკადრები გააზიარა და დაწერა, რომ „ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. არავინ არ დგას თქვენს მხარეს, აღნიშნა ტორნტონმა. მმართველმა პარტიამ მისი განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლორა ტორნტონს არასერიოზული ადამიანი უწოდა. რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს", პრემიერის თქმით, ეს არის „დიფ სთეითის“ (Deep state) პირდაპირი გამოვლინება.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.ყველა ეს პარტია პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შევიდა, თუმცა უარი განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებასა და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა.დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_49:0:1893:1383_1920x0_80_0_0_9f5dcf886d2a52bcddc205d31fefa48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ვიცე-სპიკერი: მოვუწოდე ხელისუფლებას არ მოხდეს ტორნტონის შემოშვება საზღვარზე
ტორნტონს არაერთხელ გამოუთქვამს მკაცრი კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა ტორნტონის ბოლო დროინდელი განცხადებების გამო, მისი ქვეყანაში შემოსვლის აკრძლვის ინიციატივით გამოვიდა.
ტორნტონს არაერთხელ გამოუთქვამს მკაცრი კრიტიკა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მან საკუთარ წერილში „როგორ შეიძლება დემონსტრანტებმა გაიმარჯვონ?" აქციის მონაწილეებს მოუწოდა საყოველთაო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვის ეტაპზე გადავიდნენ, რაც გამოიწვევს ეკონომიკის პარალიზებას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.
„დავალებები, რომელსაც ლორა ტორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას, არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა, ხელისუფლებას ვერ შეცვლით". ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრატად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს", - განაცხადა სუბარმა.
ტორნტონმა საქართველოში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები ერთ-ერთ ინტერვიუში შეაფასა როგორც თავდასხმა თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში, რაც, მისი აზრით, არალეგიტიმურია. ამასთან, როგორც ტორნტონმა აღნიშნა, დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.
„ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს იგი ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ აშშ-ში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ „ენჯეოები" არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც", - განაცხადა სუბარმა.
მანამდე ტორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე თბილისში გამართული აქციის ვიდეოკადრები გააზიარა და დაწერა, რომ „ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. არავინ არ დგას თქვენს მხარეს, აღნიშნა ტორნტონმა. მმართველმა პარტიამ მისი განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლორა ტორნტონს არასერიოზული ადამიანი უწოდა. რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს", პრემიერის თქმით, ეს არის „დიფ სთეითის“ (Deep state) პირდაპირი გამოვლინება.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.
ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.
ყველა ეს პარტია პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შევიდა, თუმცა უარი განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებასა და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა.
დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".