https://sputnik-georgia.com/20250312/sapensio-aqtivebi-saqartveloshi-tebervlis-statistika-292463431.html
საპენსიო აქტივები საქართველოში: თებერვლის სტატისტიკა
საპენსიო აქტივები საქართველოში: თებერვლის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T16:54+0400
2025-03-12T16:54+0400
2025-03-12T16:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452636_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_e64e308fb29b9e0232ff0f67b40b57ea.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, 6,4 მილიარდ ლარი შეადგინა, იუწყება საპენსიო სააგენტო. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 17,1 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 70,6 მლნ ლარი შეადგინა. სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,54 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში. რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ასეთია: ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. იანვრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51,1%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 30,5%-ს, კონსერვატიულში - 16,6%-ს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452636_345:0:3074:2047_1920x0_80_0_0_e62875702ffc6b11067e50f54bb98fc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები
საპენსიო აქტივები საქართველოში: თებერვლის სტატისტიკა
16:54 12.03.2025 (განახლებულია: 16:56 12.03.2025) დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, 6,4 მილიარდ ლარი შეადგინა, იუწყება საპენსიო სააგენტო.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში თითქმის 1,6 მილიონი ადამიანია ჩართული. აქედან 17,1 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 70,6 მლნ ლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში აქტივების საერთო მომგებიანობამ 1,54 მილიარდ ლარს მიაღწია.
ამ პერიოდში ლიდერობს დინამიური პორტფელი როგორც ნომინალურ, ისე რეალურ ციფრებში.
რეალური შემოსავლიანობა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ასეთია:
დინამიური პორტფელი – 18,7%
დაბალანსებული პორტფელი – 16,4%
კონსერვატიული პორტფელი – 14,3%.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია. იანვრის ბოლოსთვის დინამიურ პორტფელში აქციების წილი შეადგენდა 51,1%-ს, დაბალანსებულ პორტფელში - 30,5%-ს, კონსერვატიულში - 16,6%-ს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.