https://sputnik-georgia.com/20250312/ramdeni-tvirti-gadaamushaves-navsadgurebma-statistika-292446581.html
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T10:56+0400
2025-03-12T10:56+0400
2025-03-12T10:56+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582536_0:3:3229:1819_1920x0_80_0_0_85cab8063d9cfbadbee5b679edca3ba6.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს   პორტებმა და ტერმინალებმა 2024 წელს 15,6 მილიონი ტონა   ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან   შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის"   ვებგვერდზე განთავსებული მასალების შესახებ.უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 45,7% გენერალური ტვირთია, 33,6% – თხევადი, 20,7% კი – ნაყარი ტვირთი. გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 168 გემი,  რომელთა 38,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 30,1% – თხევადი  ტვირთმზიდი,  22,5% – კონტეინერმზიდი, ხოლო 8,9% ნაყარ ტვირთმზიდებზე,  სპეციალიზებულ  გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.ამ  პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 34%-ით  მეტი  სპეციალიზებული გემები, 15,9%-ით  მეტი გენერალური (ზოგადი სახის)  ტვირთმზიდი, 6,7%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი და 14,1%-ით ნაკლები  კონტეინერმზიდი  და 9,2%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.ამასთან,  2024 წელს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების  18,4% თურქეთის დროშით დაცურავდა, 16,1% – პანამის, 9,6% - მალტის, 8,7% –  ლიბერიის, 5,2% - რუსეთის ხოლო 42% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.მგზავრების გადაყვანა2024 წელს საქართველოს  ნავსადგურები 7,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც  2,4%-ით მეტია 2023 წლის  მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრნაკადში ქვეყანაში შემოსული მგზავრების წილმა გადააჭარბა გასული მგზავრების წილს და 51% შეადგინა.საქართველოში   ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი  ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა - ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის   გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582536_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_f320ed5adbc702e99b13379c8ee647a8.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში   ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი  ნაკადი ფოთის პორტით გადის. 
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს   პორტებმა და ტერმინალებმა 2024 წელს 15,6 მილიონი ტონა   ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5,8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან   შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის"   ვებგვერდზე განთავსებული მასალების შესახებ.
უწყების ც
ნობით, გადამუშავებული ტვირთების 45,7% გენერალური ტვირთია, 33,6% – თხევადი, 20,7% კი – ნაყარი ტვირთი.
 გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 168 გემი,  რომელთა 38,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 30,1% – თხევადი  ტვირთმზიდი,  22,5% – კონტეინერმზიდი, ხოლო 8,9% ნაყარ ტვირთმზიდებზე,  სპეციალიზებულ  გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
ამ  პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 34%-ით  მეტი  სპეციალიზებული გემები, 15,9%-ით  მეტი გენერალური (ზოგადი სახის)  ტვირთმზიდი, 6,7%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი და 14,1%-ით ნაკლები  კონტეინერმზიდი  და 9,2%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
ამასთან,  2024 წელს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების  18,4% თურქეთის დროშით დაცურავდა, 16,1% – პანამის, 9,6% - მალტის, 8,7% –  ლიბერიის, 5,2% - რუსეთის ხოლო 42% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
2024 წელს საქართველოს  ნავსადგურები 7,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც  2,4%-ით მეტია 2023 წლის  მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრნაკადში ქვეყანაში შემოსული მგზავრების წილმა გადააჭარბა გასული მგზავრების წილს და 51% შეადგინა.
საქართველოში   ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი  ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა - ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის   გემების მიღება.