https://sputnik-georgia.com/20250312/mdinaradze-radio-tavisupleba-deepstatedavalebebs-asrulebs--292468921.html
მდინარაძე: „რადიო თავისუფლება" სააკაშვილის მხარდასაჭერად Deep State-ის დავალებებს ასრულებს
მდინარაძე: „რადიო თავისუფლება" სააკაშვილის მხარდასაჭერად Deep State-ის დავალებებს ასრულებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. „რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთი შემსრულებელია იმ მრავალთა შორის, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად... 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T21:00+0400
2025-03-12T21:00+0400
2025-03-12T21:00+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589951_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f9a74e2a0cafcd14decd111b8178ea39.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. „რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთი შემსრულებელია იმ მრავალთა შორის, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად Deep state-ის სახელით მოქმედებს, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.მდინარაძემ თავის პოსტს დაურთო „რადიო თავისუფლების" მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ორი სტატია 11 წლის სხვაობით. პირველი სტატია 2014 წლის აგვისტოშია გამოქვეყნებული სათაურით „ექს-პრეზიდენტის ხარჯები და ელიტური კორუფციის ნიშნები“, ხოლო მეორე 2025 წლის 12 მარტს სათაურით „სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს".მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა ილონ მასკმა მოითხოვა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" და „ამერიკის ხმის" დახურვა და განაცხადა, რომ მათ დასაქმებული ჰყავთ „რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან“.მასკი ამ ფორმით გამოეხმაურა მომხმარებლის პოსტს, რომელიც ციტირებდა სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის რიჩარდ გრენელის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" და „ამერიკის ხმა" არის აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც წარსულის რელიკვიაა. რაც შეეხება სააკაშვილს, 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია კი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 300 ათასი ლარით დააჯარიმა. სააკაშვილი და ჯანაშია წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.სააკაშვილის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებას 2030 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის დატოვებს. ამავდროულად, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეებზე.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო განაჩენის გამოტანისას ყველაზე მკაცრი სასჯელი ფარავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.„პიჯაკების საქმე"სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს. ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589951_72:0:1211:854_1920x0_80_0_0_08d74eb52562636abb16381a2e8b87f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. „რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთი შემსრულებელია იმ მრავალთა შორის, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად Deep state-ის სახელით მოქმედებს, დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
მდინარაძემ თავის პოსტს დაურთო „რადიო თავისუფლების" მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ორი სტატია 11 წლის სხვაობით. პირველი სტატია 2014 წლის აგვისტოშია გამოქვეყნებული სათაურით „ექს-პრეზიდენტის ხარჯები და ელიტური კორუფციის ნიშნები“, ხოლო მეორე 2025 წლის 12 მარტს სათაურით „სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს".
„დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025 წელს „პიჯაკების საქმე” გახდა. სინამდვილეში „დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად!
„რადიო თავისუფლება” ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის…" - დაწერა მდინარაძემ.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა ილონ მასკმა მოითხოვა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" და „ამერიკის ხმის" დახურვა და განაცხადა, რომ მათ დასაქმებული ჰყავთ „რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან“.
მასკი ამ ფორმით გამოეხმაურა მომხმარებლის პოსტს, რომელიც ციტირებდა სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის რიჩარდ გრენელის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" და „ამერიკის ხმა" არის აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც წარსულის რელიკვიაა.
რაც შეეხება სააკაშვილს, 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია კი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 300 ათასი ლარით დააჯარიმა.
სააკაშვილი და ჯანაშია წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
სააკაშვილის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებას 2030 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის დატოვებს. ამავდროულად, სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო განაჩენის გამოტანისას ყველაზე მკაცრი სასჯელი ფარავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს.
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს. ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას.