https://sputnik-georgia.com/20250312/maswavleblebisa-da-maswavleblobis-msurvelta-gamocdebistvis-registracia-daiwyo-292463905.html
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T15:29+0400
2025-03-12T15:29+0400
2025-03-12T15:29+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის მსურველთა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge მხოლოდ ელექტრონული სახით მიმდინარეობს.მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ჩააბარონ: ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე სურვილის შემთხვევაში უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის. რეგისტრაციისას შესაბამისი გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია კი უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. ასევე შეიტანონ ცვლილებები სარეგისტრაციო განაცხადში (შეცვალონ საგამოცდო ქალაქი ან გამოცდა). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია. საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტს დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის მსურველთა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge მხოლოდ ელექტრონული სახით მიმდინარეობს.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ჩააბარონ:
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა
ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე სურვილის შემთხვევაში უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
რეგისტრაციისას შესაბამისი გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია კი უფასოა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. ასევე შეიტანონ ცვლილებები სარეგისტრაციო განაცხადში (შეცვალონ საგამოცდო ქალაქი ან გამოცდა). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა.