https://sputnik-georgia.com/20250312/kaladze-saxelmwipo-miwebis-mitviseba-miugebelia-292466885.html
კალაძე: სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია
კალაძე: სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია
Sputnik საქართველო
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად აგრძელებს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგს, აღნიშნა თბილისის მერმა. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T16:00+0400
2025-03-12T16:00+0400
2025-03-12T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად აგრძელებს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგსა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო მშენებლობები დედაქალაქში და გატარებული ზომები განმარტა. მისი თქმით, საცხოვრებლის დაკანონების წესი და პროცედურები განსაზღვრულია კანონით.საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა. თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც მაშინ უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად აგრძელებს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგს, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად აგრძელებს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგსა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
„სახელმწიფო მიწების მასშტაბურად დაკავება-მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში გამოვლინდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო მშენებლობები დედაქალაქში და გატარებული ზომები განმარტა. მისი თქმით, საცხოვრებლის დაკანონების წესი და პროცედურები განსაზღვრულია კანონით.
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და აქვთ უსახლკაროს სტატუსი, გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. სახელმწიფო მიწების მითვისება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც მაშინ უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.