https://sputnik-georgia.com/20250312/deputati-narkopolitikis-gamkacrebaze-292470591.html
დეპუტატი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ეს იქნება კომპლექსური მიდგომა
დეპუტატი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ეს იქნება კომპლექსური მიდგომა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ნარკოდანაშაულებისთვის სასჯელის გამკაცრება გადაწყვიტა 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T20:15+0400
2025-03-12T20:15+0400
2025-03-12T20:15+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ინიციატივა ითვალისწინებს ნარკომანიასთან ბრძოლის კომპლექსური მიდგომის დანერგვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ჩათვლით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა. მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოვაჭრობის ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას და ასევე ნარკოტიკების რეალიზაციისა და მოხმარებისთვის სასჯელის გამკაცრებას.საუბარი შეეხება ბევრ პროგრამას, რომელსაც მმართველი გუნდი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს, დასძინა დეპუტატმა.ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოში საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოვაჭრობას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს. ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება. გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
დეპუტატი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ეს იქნება კომპლექსური მიდგომა
საქართველოს ხელისუფლებამ ნარკოდანაშაულებისთვის სასჯელის გამკაცრება გადაწყვიტა
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ინიციატივა ითვალისწინებს ნარკომანიასთან ბრძოლის კომპლექსური მიდგომის დანერგვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ჩათვლით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოვაჭრობის ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას და ასევე ნარკოტიკების რეალიზაციისა და მოხმარებისთვის სასჯელის გამკაცრებას.
„ეს იქნება მთავრობის მხრიდან კომპლექსური მიდგომა. ეს იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ყველანაირად, რომ ნებისმიერი ნარკოდამოკიდებული ადამიანი გათავისუფლდეს ამ მძიმე სენისგან", - განაცხადა მაჭავარიანმა.
საუბარი შეეხება ბევრ პროგრამას, რომელსაც მმართველი გუნდი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს, დასძინა დეპუტატმა.
ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოში
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოვაჭრობას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.
ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.
გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.