https://sputnik-georgia.com/20250312/autisti-bavshvebis-programit-damatebit-300-bavshvi-isargeblebs-292464296.html
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
Sputnik საქართველო
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 11 ცენტრი ფუნქციონირებს 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T15:00+0400
2025-03-12T15:00+0400
2025-03-12T15:00+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23990/53/239905328_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4daceb1795186e6d8d1a852dce51b152.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. შესაბამისი ცვლილებები თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11,2 მლნ ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან ჯამში 2,4 ათას ბენეფიციარს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი. გაზრდილია სერვისის განმახორციელებელი დაწესებულებების რიცხვი, იანვრიდან პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაში მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამაც. პროგრამის ფარგლებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. პროგრამის დეტალები პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ. 2015 წელს, როდესაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ. 2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტებმა აუტიზმით დაავადებული ბავშვების სწავლების ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. აღნიშნული მოდელი მოიცავს სხვადასხვა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას აუტიზმის მქონე მოსწავლეებში. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23990/53/239905328_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9fbef31943b5c9f494357b8b6f5a17ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
აუტისტური სპექტრის ბავშვების განვითარების პროგრამით დამატებით 300 ბენეფიციარი ისარგებლებს
თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის 11 ცენტრი ფუნქციონირებს
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
შესაბამისი ცვლილებები თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11,2 მლნ ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან ჯამში 2,4 ათას ბენეფიციარს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.
„ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გაზრდილია სერვისის განმახორციელებელი დაწესებულებების რიცხვი, იანვრიდან პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაში მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამაც.
პროგრამის ფარგლებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ.
პროგრამა ვრცელდება 2-დან 18 წლამდე აუტიზმის მქონე პირებზე. ის მოიცავს თვეში 20 საათ თერაპიას, საიდანაც 16 საათი ქცევითი თერაპიაა, დანარჩენი დრო არჩევითია – ლოგოპედია, ოკუპაციური თერაპია და სხვ.
2015 წელს, როდესაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი სულ ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო.
რამდენი ადამიანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე, უცნობია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რეგიონებში, სადაც მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების გამოჩენა, ბევრს ბოლომდე არა აქვს გაცნობიერებული, რითია დაავადებული მათი შვილი და როგორ უნდა მოეპყრონ მათ.
2013 წელს განათლების სამინისტრომ პროგრამა „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ფარგლებში ქვეყნის სახელმწიფო სკოლებში ინტეგრირებული კლასები გახსნა. მას შემდეგ სპეციალისტები მოდელის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტებმა აუტიზმით დაავადებული ბავშვების სწავლების ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა. აღნიშნული მოდელი მოიცავს სხვადასხვა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას აუტიზმის მქონე მოსწავლეებში.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.