https://sputnik-georgia.com/20250312/----------292471418.html
უკვე მესამედ: მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა - ვიდეო
უკვე მესამედ: მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
მესამე შემთხვევა წლის მანძილზე და მეორე ერთი კვირის განმავლობაში - მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა წყალში... 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T17:13+0400
2025-03-12T17:13+0400
2025-03-12T17:13+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0c/292471063_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_da964a268f788a92ee8a2c86ed1c1056.jpg
მძღოლის გადარჩენა მოხერხდა - იგი მანქანის ფანჯრიდან თავად გადმოვიდა. შემდეგ მას დაეხმარა ტურისტების ჯგუფი, რომლებიც მდინარეზე კატერით გადაადგილდებოდნენ. ავტომობილი სწრაფად ჩაიძირა, დინებამ იგი ხიდიდან მოშორებით წაიღო. მაშველებს მდინარის ფსკერზე ავტომობილის სამძებრო სამუშაოებისთვის და აკვალანგების დახმარებით მისი ამოყვანისთვის 4 საათი დასჭირდათ.ამჯერად, 4 მარტისგან განსხვავებით, როდესაც Ford-ის მარკის მანქანის ხიდიდან გადავარდნა მძღოლის დაღუპვით დასრულდა, პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა არ გადაკეტა.წინა ჯერზე ხიდსა და სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვამ დიდი საცობი გამოიწვია. ბევრს უკვირს და ვერ ხსნის ერთი წლის მანძილზე, ერთი და იგივე ადგილზე ხიდიდან ავტომობილის გადავარდნის სამ შემთხვევას - სადაც მოძრაობა შეზღუდულია 40 კმ/სთ და პირდაპირი გზაა ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნისკენ?რა უსაფრთხოების ზომები შეიძლება იქნას მიღებული, მომავალში ახალი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0c/292471063_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_d196090ab695d4aaa801abe86fbf765e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
უკვე მესამედ: მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა - ვიდეო
მესამე შემთხვევა წლის მანძილზე და მეორე ერთი კვირის განმავლობაში - მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი ავტომობილი გადავარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა წყალში შავი ფერის Honda Accord-ს მარკის სედანი გადავარდა
მძღოლის გადარჩენა მოხერხდა - იგი მანქანის ფანჯრიდან თავად გადმოვიდა. შემდეგ მას დაეხმარა ტურისტების ჯგუფი, რომლებიც მდინარეზე კატერით გადაადგილდებოდნენ. ავტომობილი სწრაფად ჩაიძირა, დინებამ იგი ხიდიდან მოშორებით წაიღო. მაშველებს მდინარის ფსკერზე ავტომობილის სამძებრო სამუშაოებისთვის და აკვალანგების დახმარებით მისი ამოყვანისთვის 4 საათი დასჭირდათ.
ამჯერად, 4 მარტისგან განსხვავებით, როდესაც Ford-ის მარკის მანქანის ხიდიდან გადავარდნა
მძღოლის დაღუპვით დასრულდა, პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა არ გადაკეტა.
წინა ჯერზე ხიდსა და სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვამ დიდი საცობი გამოიწვია. ბევრს უკვირს და ვერ ხსნის ერთი წლის მანძილზე, ერთი და იგივე ადგილზე ხიდიდან ავტომობილის გადავარდნის სამ შემთხვევას - სადაც მოძრაობა შეზღუდულია 40 კმ/სთ და პირდაპირი გზაა ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნისკენ?
რა უსაფრთხოების ზომები შეიძლება იქნას მიღებული, მომავალში ახალი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?