https://sputnik-georgia.com/20250311/kaladze-tvitmmartvelobis-archevnebshi-opoziciis-damarcxebashi-darwmunebulia-292452347.html
თბილისის მოქმედი მერი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებაში დარწმუნებულია
თბილისის მოქმედი მერი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებაში დარწმუნებულია
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, მმართველ გუნდს არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს. 11.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-11T18:14+0400
2025-03-11T18:14+0400
2025-03-11T18:14+0400
საქართველო
კახა კალაძე
თბილისის მერია
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_194:323:2048:1366_1920x0_80_0_0_9b84bba5d14f8e5e11c38af68161a577.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის" - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, არის „გირჩი“. მისი თქმით, ოპოზიციას წაგებულ ბრძოლაში შესვლის არანაირი სურვილი არ აქვს, თუმცა, „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", დასძინა კალაძემ.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მმართველ გუნდს არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტიიდან თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი ან რამდენად შესაძლებელია კალაძე მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერი.კალაძე მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მეორე ვადით კი იგი 2021 წლის ოქტომბერში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგად აირჩიეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას. საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთის გამსვლელი ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381760_497:304:1913:1366_1920x0_80_0_0_c871c9da38ab9f21b61c5aa37daac314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მოქმედი მერი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებაში დარწმუნებულია
კალაძის თქმით, მმართველ გუნდს არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის" - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, არის „გირჩი“.
„ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას წაგებულ ბრძოლაში შესვლის არანაირი სურვილი არ აქვს, თუმცა, „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", დასძინა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მმართველ გუნდს არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.
„ჩვენ დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის, გვაქვს შეხვედრები, ვნერგავთ სიახლეებს. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ადამიანი, შესაბამისად, ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქში იყოს კომფორტი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალი შესაძლებლობა, იყოს პარკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ.“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ჯერჯერობით უცნობია მმართველი პარტიიდან თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი ან რამდენად შესაძლებელია კალაძე მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერი.
კალაძე მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მეორე ვადით კი იგი 2021 წლის ოქტომბერში თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგად აირჩიეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთის გამსვლელი ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის".