https://sputnik-georgia.com/20250311/garicxes-tuara-teatraluris-studentebi-292459681.html
გარიცხეს თუ არა აქციებში მონაწილე თეატრალურის სტუდენტები? - უნივერსიტეტის პასუხი
გარიცხეს თუ არა აქციებში მონაწილე თეატრალურის სტუდენტები? - უნივერსიტეტის პასუხი
Sputnik საქართველო
ეთიკური ნორმების დარღვევის გამო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შეიძლება გარიცხონ 11.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-11T22:29+0400
2025-03-11T22:29+0400
2025-03-11T22:29+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287947873_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_3b9bbec8ff41bf3805f757cd9ca8b697.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ჯერ არ არის გამოცემული ბრძანება თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.10 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე სტუდენტებს SMS-შეტყობინებები გაუგზავნა და გააფრთხილა სტატუსის გაუქმების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ ახალი საპროტესტო აქცია გამართეს და პარლამენტის შენობის წინ ღამეც გაათენეს. სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.თავის მხრივ, რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომელიც შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხონ, უნივერსიტეტის ფოიე 80 დღეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული. ახალგაზრდების თქმით, 9 მარტს სამართალდამცველებმა ისინი აიძულეს შენობა დაეტოვებინათ და დაკავებით დაემუქრნენ. ახალგაზრდები ასევე დააჯარიმეს - თითოეული 5 ათასი ლარით.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287947873_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_57d23fae9305200bb8fbbadaa90001dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
გარიცხეს თუ არა აქციებში მონაწილე თეატრალურის სტუდენტები? - უნივერსიტეტის პასუხი
ეთიკური ნორმების დარღვევის გამო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შეიძლება გარიცხონ
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ ჯერ არ არის გამოცემული ბრძანება თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
10 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე სტუდენტებს SMS-შეტყობინებები გაუგზავნა და გააფრთხილა სტატუსის გაუქმების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ ახალი საპროტესტო აქცია გამართეს და პარლამენტის შენობის წინ ღამეც გაათენეს. სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.
„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლით, განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
თავის მხრივ, რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, რომელიც შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხონ, უნივერსიტეტის ფოიე 80 დღეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული. ახალგაზრდების თქმით, 9 მარტს სამართალდამცველებმა ისინი აიძულეს შენობა დაეტოვებინათ და დაკავებით დაემუქრნენ. ახალგაზრდები ასევე დააჯარიმეს - თითოეული 5 ათასი ლარით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.