https://sputnik-georgia.com/20250311/empire-of-the-sun-koncerts-gamartavs-292447717.html
Empire of the Sun-ი აგვისტოში „ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს
Empire of the Sun-ი აგვისტოში „ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს
Sputnik საქართველო
ავსტრალიური ელექტრონული მუსიკალური ბენდი საქართველოს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში ესტუმრება. 11.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-11T12:14+0400
2025-03-11T12:14+0400
2025-03-11T12:14+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/61/232876136_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_f13d4f454549ca80c47c089fe0df3715.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ი 27 აგვისტოს ავსტრალიურ ელექტრონულ მუსიკალურ დუეტ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა" ავრცელებს. ორგანიზატორების განცხადებით, Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და სხვა მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე Starring Georgia-ს ფარგლებში წარდგება. Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა. დუეტმა მოიგო მრავალი ავსტრალიური მუსიკალური ჯილდო, აღნიშნულმა ალბომმა კი 2009 წელს ARIA Music Awards-ზე 11 ნომინაცია მიიღო და გახდა წლის ალბომის მფლობელი.კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე პლატფორმა TKT.ge/EOTS დაიწყება. თუმცა, Starring Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ Pre Sale-ით და ერთი დღით ადრე შეიძინონ ბილეთები. Starring Georgia - სამთავრობო პროგრამა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. კამპანიის პირველი სეზონის ფარგლებში საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიცაა Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23287/61/232876136_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1e0dbcc7e1ff65bfb392d2885720b751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
Empire of the Sun-ი აგვისტოში „ბლექ სი არენაზე" კონცერტს გამართავს
ავსტრალიური ელექტრონული მუსიკალური ბენდი საქართველოს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში ესტუმრება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ი 27 აგვისტოს ავსტრალიურ ელექტრონულ მუსიკალურ დუეტ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა" ავრცელებს.
ორგანიზატორების განცხადებით, Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და სხვა მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე Starring Georgia-ს ფარგლებში წარდგება.
„სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun-ი შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით - Ask That God-ით დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე 27 აგვისტოს შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.
Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა. დუეტმა მოიგო მრავალი ავსტრალიური მუსიკალური ჯილდო, აღნიშნულმა ალბომმა კი 2009 წელს ARIA Music Awards-ზე 11 ნომინაცია მიიღო და გახდა წლის ალბომის მფლობელი.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე პლატფორმა TKT.ge/EOTS დაიწყება. თუმცა, Starring Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ Pre Sale-ით და ერთი დღით ადრე შეიძინონ ბილეთები.
Starring Georgia - სამთავრობო პროგრამა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. კამპანიის პირველი სეზონის ფარგლებში საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიცაა Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream და სხვ.