https://sputnik-georgia.com/20250311/chiaturashi-magaroelebis-protesti-grzeldeba-292457674.html
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება: რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება: რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
Sputnik საქართველო
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. 11.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-11T22:00+0400
2025-03-11T22:00+0400
2025-03-11T22:00+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24534/02/245340286_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_aa7046fb9e0a55265565cd924578c76a.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ჭიათურაში ათობით მაღაროელი მე-12 დღეა აქციას მართავს და მოითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese-თან დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას, იუწყება „პირველი არხი“. 2024 წლის ბოლოს კომპანია Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ, თუმცა კომპანია დასაქმებულებს 2025 წლის 1-ელ მარტამდე ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. 28 თებერვლის შემდეგ მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს - მიზეზი ხელფასების არდარიცხვაა. მაღაროელები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ Georgian Manganese-თან შეთანხმებით ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგანაც დასკვნის მიხედვით, ფინანსურად წამგებიანია. „საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა. დასკვნით დასტურდება, რომ მანგანეზის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია.", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24534/02/245340286_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_1a938a34c3adf4ff5541b9616f6c03ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება: რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ჭიათურაში ათობით მაღაროელი მე-12 დღეა აქციას მართავს და მოითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese-თან დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას, იუწყება „პირველი არხი“.
2024 წლის ბოლოს კომპანია Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ, თუმცა კომპანია დასაქმებულებს 2025 წლის 1-ელ მარტამდე ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. 28 თებერვლის შემდეგ მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს - მიზეზი ხელფასების არდარიცხვაა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ კუთვნილ ხელფასების მიღება,, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურიდან გასვლას, სახელმწიფოს მიერ საწარმოს მართვის გადაბარებასა და სპეციალური ფონდის შექმნას, სადაც კომპანიის მოგების 5% ჩაირიცხება და ჭიათურის განვითარებას მოხმარდება.
მაღაროელები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“ 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ Georgian Manganese-თან შეთანხმებით ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგანაც დასკვნის მიხედვით, ფინანსურად წამგებიანია.
„საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა. დასკვნით დასტურდება, რომ მანგანეზის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია.", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია.