დაზიანდა ცენტრალური მაგისტრალი: ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2025
გამოწერა
გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდა ასევე გურიის რეგიონის ნაწილს.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ასი ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ (SOCAR Georgia Gas Ajara) ავრცელებს.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი სოფელ ცეცხლაურში მთავარი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.
შემთხვევის ადგილზე გაზგამანაწილებელი კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მუშაოებენ. გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად 12 მარტის დილიდან დაიწყება და 15 მარტის დღის ბოლომდე დასრულდება.
გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდა ასევე გურიის რეგიონის ნაწილს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ცენტრალურ გაზსადენის დაზიანების მიზეზი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარასა და გურიაში 15 მარტამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დღისით 20 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 8-მდე დაიკლებს.
ყველა ახალი ამბავი
0