https://sputnik-georgia.com/20250310/turnava-erovnuli-banki-rezervebis-shevsebis-dawyebas-shezlebs-292440093.html
თურნავა: ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას მარტიდან გეგმავს
თურნავა: ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას მარტიდან გეგმავს
Sputnik საქართველო
საქართველოში ვალუტის კარგი შემოდინებაა, რაც შეიძლება გახდეს რეზერვების შევსების წინაპირობა. 10.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-10T18:13+0400
2025-03-10T18:13+0400
2025-03-10T18:13+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_0:146:1800:1160_1920x0_80_0_0_94fc29d3890b01df0a2a78bc82fc6b23.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას მარტიდან გეგმავს, განაცხადა სებ-ის პრეზიოდენტმა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,43 მლრდ დოლარი შეადგინა - იანვარში რეზერვები 18,5 მილიონი დოლარით შემცირდა. მისი თქმით, საქართველოში ვალუტის კარგი შემოდინებაა, რაც შეიძლება გახდეს რეზერვების შევსების წინაპირობა.„ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებაა. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - 2,4%. ანუ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ. ანალიტიკოსების აზრით, იანვარში რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდებოდა. „რეზერვების სტატისტიკა გამჭვირვალეა - პერიოდულად ვაქვეყნებთ. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, იანვარ-თებერვალში არანაირი ინტერვენცია არ განგვიხორციელებია - უცხოური ვალუტა ბაზარზე არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია“, -აღნიშნა თურნავამ.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით. საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე. მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,8 მლრდ აშშ დოლარი). გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 455 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 639,6 მლნ ლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება „მინუს" 1,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282597809_379:134:1800:1199_1920x0_80_0_0_b07841b06324ec9a9ab9691f6a7d4b97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
თურნავა: ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას მარტიდან გეგმავს
საქართველოში ვალუტის კარგი შემოდინებაა, რაც შეიძლება გახდეს რეზერვების შევსების წინაპირობა.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას მარტიდან გეგმავს, განაცხადა სებ-ის პრეზიოდენტმა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 იანვრისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,43 მლრდ დოლარი შეადგინა - იანვარში რეზერვები 18,5 მილიონი დოლარით შემცირდა.
„მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეზერვები შევავსოთ და ბაზარზე ვალუტა შევიძინოთ. ეს შემდეგ თვეში ქვეყნდება ხოლმე. მიზანშეწონილი არა არის, რომ უშუალოდ ამ პერიოდში რასაც ვაკეთებთ, ის ვთქვათ, იმისთვის, რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, საქართველოში ვალუტის კარგი შემოდინებაა, რაც შეიძლება გახდეს რეზერვების შევსების წინაპირობა.
„ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებაა. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - 2,4%. ანუ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.
ანალიტიკოსების აზრით, იანვარში რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდებოდა.
„რეზერვების სტატისტიკა გამჭვირვალეა - პერიოდულად ვაქვეყნებთ. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, იანვარ-თებერვალში არანაირი ინტერვენცია არ განგვიხორციელებია - უცხოური ვალუტა ბაზარზე არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია“, -აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (2,5 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (0,8 მლრდ აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 455 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,4 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 639,6 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება „მინუს" 1,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.