https://sputnik-georgia.com/20250310/saqartvelom-da-azerbaijanma-urtiertgagebis-memorandums-moaweres-xeli-292445067.html
საქართველომ და აზერბაიჯანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველომ და აზერბაიჯანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ხაზი გაესვა კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. 10.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-10T21:00+0400
2025-03-10T21:00+0400
2025-03-10T21:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0a/292442982_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ccbdc5aba67c98a122b95cbfa6d16f5c.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ხაზი გაესვა კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერებმა აღნიშნეს მზადყოფნა იმუშაონ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონული პროექტების განხორციელებაზე.პაპუაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ახლად არჩეულ პარლამენტში პირველი ოფიციალური ვიზიტი მილი მეჯლისის თავმჯდომარემ განახორციელა. თავის მხრივ, საჰიბა გაფაროვამ შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანში მიიწვია.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ნინო წილოსანმა და ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა, სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა, გენრიეტა წიწავამ და დიმიტრი ხუნდაძემ. საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0a/292442982_3:0:1824:1366_1920x0_80_0_0_9497f4d3f56696db4d58b74b537b2b97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
საქართველომ და აზერბაიჯანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ხაზი გაესვა კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დოკუმენტი ასევე ხელს შეუწყობს კომისიებსა და კომიტეტებს შორის რეგულარული კავშირების დამყარებას და პარლამენტის წევრთა დელეგაციებს შორის გაცვლებს ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ხაზი გაესვა კეთილმეზობლური ურთიერთობების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერებმა აღნიშნეს მზადყოფნა იმუშაონ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონული პროექტების განხორციელებაზე.
პაპუაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ ახლად არჩეულ პარლამენტში პირველი ოფიციალური ვიზიტი მილი მეჯლისის თავმჯდომარემ განახორციელა.
თავის მხრივ, საჰიბა გაფაროვამ შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანში მიიწვია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ნინო წილოსანმა და ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა, სავალან მირზოევმა, ზაურ დარგალმა, გენრიეტა წიწავამ და დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.