https://sputnik-georgia.com/20250310/ruset-ukrainis-konfliqti-292445846.html
მოსაზრება: რუსეთის არმიის ოპერატიული სივრცე სუჯის განთავისუფლების შემდეგ
მოსაზრება: რუსეთის არმიის ოპერატიული სივრცე სუჯის განთავისუფლების შემდეგ
Sputnik საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმი ნატოს სამხედრო ტექნიკისა და უკრაინის სპეცდანიშნულების დანაყოფების "კიბორგების" მასიურ სასაფლაოდ იქცა და ეს მხოლოდ... 10.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-10T22:30+0400
2025-03-10T22:30+0400
2025-03-10T22:32+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/04/292011278_0:204:2917:1844_1920x0_80_0_0_99709d32510a6a896bb5d40296ca7488.jpg
უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმი ნატოს სამხედრო ტექნიკისა და უკრაინის სპეცდანიშნულების დანაყოფების "კიბორგების" მასიურ სასაფლაოდ იქცა და ეს მხოლოდ შურისძიების ოპერაციის დასაწყისია.რუსეთის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის დაჯგუფებების განადგურებას კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში და სუმის ოლქის ღია სივრცეებზე გადადიან.კურსკის ოლქში შეტევისას, 9 მარტს, „სევერის“ დაჯგუფებამ გაათავისუფლა დასახლებები: მალაია ლოკნია, ჩერკასკოე პორეჩნოე, კოსიცა. ერთი დღით ადრე, კონტროლქვეშ დაიბრუნეს ლებედევკა, ვიქტოროვკა, ნიკოლაევკა და სტარაია სოროჩინა. საერთო ჯამში, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რუსულმა არმიამ კურსკის სასაზღვრო ზონაში 32 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა და მოწინააღმდეგის ყველა ლოგისტიკური მარშრუტი გადაჭრა.ამასთან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზიანი მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 ბრიგადის და ორი ცალკეული პოლკის დანაყოფებს გონჩაროვკის, გუევოს, ზაოლეშენკას, კაზაჩია ლოკნიის, პერვაია კნიჟიის, კოსიცას, კურილოვკის, ლოკნიას, მალაია ლოკნიას, ოლეშნიას, პუშკარნოეს, სუჯას, ჩერკასკოე პორეჩნოეს, ჩერკასკაია კონოპელკას და იუჟნის რაიონებში.მოწინააღმდეგის მთლიანი დაჯგუფება – 12 000-ზე მეტი სამხედრო – ოპერატიულ ალყაშია მოქცეული, პრაქტიკულად, მოწყვეტილია რეზერვებს (სუმის ოლქის ტერიტორიაზე), იბომბება ყველა მიმართულებიდან და უახლოეს დღეებში, შესაძლოა, სრულ ალყაში აღმოჩნდეს.კურსკის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 66 270-ზე მეტი სამხედრო, 389 ტანკი, 576 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 590-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 25 საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 120 რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური. შედეგად, მოწინააღმდეგის ზოგიერთი დანაყოფი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ტყვედ ჩაბარებისა და დაჭრილების ევაკუაციის შესახებ.რუსი მოერიშეები საომარი მოქმედებების ზონაში ბრწყინვალე ტაქტიკას იყენებენ: 8 მარტს, 100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მოწინააღმდეგის ზურგში შესაღწევად გამოიყენა გაზსადენის „ურენგოი – პომარი – უჟგოროდი“ 1.4-მეტრიანი მილი. რუსმა მებრძოლებმა იარაღით, საბრძოლო მასალითა და ჟანგბადის ბალონებით მიწისქვეშ 15 კილომეტრი გადაიარეს და მოულოდნელი შეტევით მოწინააღმდეგეს მძიმე დანაკარგები მიაყენეს, რის შედეგადაც სრულად გათავისუფლდა სუჯას ინდუსტრიული ზონა. "შეტევამ არსაიდან" უკრაინელი სამხედროების რიგებში პანიკა გამოიწვია.რუსეთის მოიერიშების, ავიაციის, არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შეტევების შედეგად, მოწინააღმდეგე ქალაქს ტოვებს და ზაოლეშენკას მიმართულებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ იხევს. „სევერის“ დაჯგუფების კურსკის შეტევითი ოპერაცია, მაღალი ალბათობით, გაგრძელდება სუმის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი – ნოვენკოე – განთავისუფლდა.სუჯას დაკარგვა ნიშნავს სრულ კრახს კურსკისიმ „სტრატეგიის“, რომელიც კიევის მთავარმა მსახიობმა და მისმა ნატოელმა მრჩევლებმა შეიმუშავეს.ფრონტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნატოს ღრმა ოპერატიულ ზურგში პანიკა ძლიერდება. უკრაინაში სერიოზულად შიშობენ, რომ რუსული ძალები ფარულად მიაღწევენ თავად უჟგოროდამდე ზაკარპატიის რეგიონში (სხვათა შორის, იქ მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომი, რომლის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ევროკავშირის საზღვრიდან მხოლოდ 70 მეტრშია).შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან უკრაინამ შეწყვიტა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი. დასავლელი ანალიტიკოსები უკვე ღიად მოუწოდებენ უკრაინას, „გაანადგუროს“ ყველა მილსადენი, რომელიც აღმოსავლეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიემართება, რადგან მიიჩნევენ, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, მათი გამოყენება მოახდინონ.ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ალყაში მოაქციეს მოწინააღმდეგის დანაყოფები კაზაჩია ლოკნიისა და სუჯის აეროდრომის რაიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფს თანდათან ანაწევრებენ და ანადგურებენ.მალაია ლოკნიის რაიონში ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროები ამაოდ ელიან რეზერვული ბრიგადების დარტყმას, რომელიც მათ გაათავისუფლებდა. უკრაინის გენშტაბი სუჯის მიმართულებით ყველა შესაძლო რეზერვს აგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ დანაკარგებს უკვე გზაშივე, ჯერ კიდევ სუმის ოლქის ტერიტორიაზე განიცდიან.9 მარტს სააგენტო Reuters-მა მოიტანა დმიტრი მედვედევის ციტატა: „მოწინააღმდეგის ქვაბი თითქმის დახურულია“. ამასთან, დასავლურ მედიაში აღნიშნეს, რომ გასული წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, დაახლოებით, 1300 კვ. კმ ტერიტორია დაიკავეს, რათა „აიძულონ რუსეთი, გაიყვანოს ჯარები უკრაინის აღმოსავლეთიდან“.მხოლოდ გასულ კვირას გათავისუფლდა 170 კვ. კმ ტერიტორია, ხოლო საერთო ჯამში, უკვე გაწმენდილია ოკუპირებული მიწების სამი მეოთხედი. კიევში აღარ ოცნებობენ კურსკის სასაზღვრო ზონის რაიმეზე გაცვლაზე მოლაპარაკებების ფარგლებში. ყველასთვის, გარდა ზელენსკისა, ნათელია: დადგა დრო, რომ გადარჩენილი უკრაინული ბრიგადები სუმის ოლქში გაიყვანონ. თუმცა, „ცეცხლის ხაფანგიდან“ გამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის ტემპი კურსკის ოლქში იზრდება და კრემლში ხაზგასმით გაცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებისთვის „ჯარები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/04/292011278_93:0:2822:2047_1920x0_80_0_0_b71a5a0321e4822e1847a1b079e4e287.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმი ნატოს სამხედრო ტექნიკისა და უკრაინის სპეცდანიშნულების დანაყოფების "კიბორგების" მასიურ სასაფლაოდ იქცა და ეს მხოლოდ შურისძიების ოპერაციის დასაწყისია.
რუსეთის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის დაჯგუფებების განადგურებას კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში და სუმის ოლქის ღია სივრცეებზე გადადიან.
კურსკის ოლქში შეტევისას, 9 მარტს, „სევერის“ დაჯგუფებამ გაათავისუფლა დასახლებები: მალაია ლოკნია, ჩერკასკოე პორეჩნოე, კოსიცა. ერთი დღით ადრე, კონტროლქვეშ დაიბრუნეს ლებედევკა, ვიქტოროვკა, ნიკოლაევკა და სტარაია სოროჩინა. საერთო ჯამში, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რუსულმა არმიამ კურსკის სასაზღვრო ზონაში 32 დასახლებული პუნქტი დაიბრუნა და მოწინააღმდეგის ყველა ლოგისტიკური მარშრუტი გადაჭრა.
ამასთან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზიანი მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 ბრიგადის და ორი ცალკეული პოლკის დანაყოფებს გონჩაროვკის, გუევოს, ზაოლეშენკას, კაზაჩია ლოკნიის, პერვაია კნიჟიის, კოსიცას, კურილოვკის, ლოკნიას, მალაია ლოკნიას, ოლეშნიას, პუშკარნოეს, სუჯას, ჩერკასკოე პორეჩნოეს, ჩერკასკაია კონოპელკას და იუჟნის რაიონებში.
მოწინააღმდეგის მთლიანი დაჯგუფება – 12 000-ზე მეტი სამხედრო – ოპერატიულ ალყაშია მოქცეული, პრაქტიკულად, მოწყვეტილია რეზერვებს (სუმის ოლქის ტერიტორიაზე), იბომბება ყველა მიმართულებიდან და უახლოეს დღეებში, შესაძლოა, სრულ ალყაში აღმოჩნდეს.
კურსკის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 66 270-ზე მეტი სამხედრო, 389 ტანკი, 576 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 590-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 25 საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 120 რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური. შედეგად, მოწინააღმდეგის ზოგიერთი დანაყოფი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ტყვედ ჩაბარებისა და დაჭრილების ევაკუაციის შესახებ.
რუსი მოერიშეები საომარი მოქმედებების ზონაში ბრწყინვალე ტაქტიკას იყენებენ: 8 მარტს, 100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მოწინააღმდეგის ზურგში შესაღწევად გამოიყენა გაზსადენის „ურენგოი – პომარი – უჟგოროდი“ 1.4-მეტრიანი მილი. რუსმა მებრძოლებმა იარაღით, საბრძოლო მასალითა და ჟანგბადის ბალონებით მიწისქვეშ 15 კილომეტრი გადაიარეს და მოულოდნელი შეტევით მოწინააღმდეგეს მძიმე დანაკარგები მიაყენეს, რის შედეგადაც სრულად გათავისუფლდა სუჯას ინდუსტრიული ზონა. "შეტევამ არსაიდან" უკრაინელი სამხედროების რიგებში პანიკა გამოიწვია.
რუსეთის მოიერიშების, ავიაციის, არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შეტევების შედეგად, მოწინააღმდეგე ქალაქს ტოვებს და ზაოლეშენკას მიმართულებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ იხევს. „სევერის“ დაჯგუფების კურსკის შეტევითი ოპერაცია, მაღალი ალბათობით, გაგრძელდება სუმის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი – ნოვენკოე – განთავისუფლდა.
სუჯას დაკარგვა ნიშნავს სრულ კრახს კურსკისიმ „სტრატეგიის“, რომელიც კიევის მთავარმა მსახიობმა და მისმა ნატოელმა მრჩევლებმა შეიმუშავეს.
ფრონტზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნატოს ღრმა ოპერატიულ ზურგში პანიკა ძლიერდება. უკრაინაში სერიოზულად შიშობენ, რომ რუსული ძალები ფარულად მიაღწევენ თავად უჟგოროდამდე ზაკარპატიის რეგიონში (სხვათა შორის, იქ მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომი, რომლის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ევროკავშირის საზღვრიდან მხოლოდ 70 მეტრშია).
შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან უკრაინამ შეწყვიტა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი. დასავლელი ანალიტიკოსები უკვე ღიად მოუწოდებენ უკრაინას, „გაანადგუროს“ ყველა მილსადენი, რომელიც აღმოსავლეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიემართება, რადგან მიიჩნევენ, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, მათი გამოყენება მოახდინონ.
ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ალყაში მოაქციეს მოწინააღმდეგის დანაყოფები კაზაჩია ლოკნიისა და სუჯის აეროდრომის რაიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფს თანდათან ანაწევრებენ და ანადგურებენ.
მალაია ლოკნიის რაიონში ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროები ამაოდ ელიან რეზერვული ბრიგადების დარტყმას, რომელიც მათ გაათავისუფლებდა. უკრაინის გენშტაბი სუჯის მიმართულებით ყველა შესაძლო რეზერვს აგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ დანაკარგებს უკვე გზაშივე, ჯერ კიდევ სუმის ოლქის ტერიტორიაზე განიცდიან.
9 მარტს სააგენტო Reuters-მა მოიტანა დმიტრი მედვედევის ციტატა: „მოწინააღმდეგის ქვაბი თითქმის დახურულია“. ამასთან, დასავლურ მედიაში აღნიშნეს, რომ გასული წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში, დაახლოებით, 1300 კვ. კმ ტერიტორია დაიკავეს, რათა „აიძულონ რუსეთი, გაიყვანოს ჯარები უკრაინის აღმოსავლეთიდან“.
მხოლოდ გასულ კვირას გათავისუფლდა 170 კვ. კმ ტერიტორია, ხოლო საერთო ჯამში, უკვე გაწმენდილია ოკუპირებული მიწების სამი მეოთხედი. კიევში აღარ ოცნებობენ კურსკის სასაზღვრო ზონის რაიმეზე გაცვლაზე მოლაპარაკებების ფარგლებში. ყველასთვის, გარდა ზელენსკისა, ნათელია: დადგა დრო, რომ გადარჩენილი უკრაინული ბრიგადები სუმის ოლქში გაიყვანონ. თუმცა, „ცეცხლის ხაფანგიდან“ გამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის ტემპი კურსკის ოლქში იზრდება და კრემლში ხაზგასმით გაცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებისთვის „ჯარები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე