https://sputnik-georgia.com/20250310/papuashvili-tvitmmartvelobis-archevnebshi-monawileobas-kvela-miigebs-292434918.html
პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას
პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უკვე დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ადგილობრივი ოპოზიცია კი კვლავ ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. 10.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-10T12:09+0400
2025-03-10T12:09+0400
2025-03-11T11:08+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f3372be452aa65e8abafd446433285f4.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საბოლოო ჯამში ყველა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის" - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, არის „გირჩი“.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ შემადგენლობით ჩაატარებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.პაპუაშვილის თქმით, „მარიონეტული ოპოზიცია" გარედან იმართება და მათი ქმედებები მიმართულია საქართველოს ეკონომიკის ძირის გამოთხრისკენ, რასაც „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ბოლო განცხადება მოწმობს.ჯაფარიძე ახალი არჩევნების დანიშვნამდე და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლებამდე სექტორალური ეკონომიკური სანქციების შემოღების წინადადებით გამოდის. კერძოდ, Cartu Bank-ი, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ჩაიხსნას SWIFT-ს, Visa-სა და MasterCard-სგან; შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან; მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენებისა და კომპანიების ბოიკოტის ორგანიზება; „ქართული ოცნების" ე.წ. „ელიტას" და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალოთ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ღონისძიებებს თან უნდა ახლდეს მასობრივი პროტესტი და საზოგადოებრივი ზეწოლა და მათი მიზანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება უნდა იყოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთის გამსვლელი ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_01a0641aa79878a92bcf19a3a0c4a294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პაპუაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას
12:09 10.03.2025 (განახლებულია: 11:08 11.03.2025) მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უკვე დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ადგილობრივი ოპოზიცია კი კვლავ ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საბოლოო ჯამში ყველა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის" - 5 მარტს განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, არის „გირჩი“.
„საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს, დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობს იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ შემადგენლობით ჩაატარებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
პაპუაშვილის თქმით, „მარიონეტული ოპოზიცია" გარედან იმართება და მათი ქმედებები მიმართულია საქართველოს ეკონომიკის ძირის გამოთხრისკენ, რასაც „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ბოლო განცხადება მოწმობს.
ჯაფარიძე ახალი არჩევნების დანიშვნამდე და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლებამდე სექტორალური ეკონომიკური სანქციების შემოღების წინადადებით გამოდის. კერძოდ, Cartu Bank-ი, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ჩაიხსნას SWIFT-ს, Visa-სა და MasterCard-სგან; შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან; მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენებისა და კომპანიების ბოიკოტის ორგანიზება; „ქართული ოცნების" ე.წ. „ელიტას" და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალოთ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ღონისძიებებს თან უნდა ახლდეს მასობრივი პროტესტი და საზოგადოებრივი ზეწოლა და მათი მიზანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება უნდა იყოს.
„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. ვხედავთ მათ განცხადებებს, თუ როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ა.შ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთის გამსვლელი ბარიერი 4%-ია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის" და „საქართველოსთვის".