თემა - „ბაკურიანი 2025": ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს

© National Bank of Georgiaსაკოლექციოპ მონეტა
საკოლექციოპ მონეტა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2025
გამოწერა
საკოლექციო მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარი
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ერონული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ინფორმაციით, მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია - მონეტების გაყიდვა 10 მარტის 10:00 საათიდან დაიწყო.
„რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას", - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაპირველად მსურველები მონეტების შეძენას შეძლებენ ელექტრონული პლატფორმა www.tkt.ge-ზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში, 13 მარტიდან კი — მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისი რეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიიდანაც.
მონეტების რეალიზაცია ელექტრონული პლატფორმა www.tkt.ge-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით: tkt.ge-ზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„Tkt.ge-ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება მიწოდების ღირებულება – თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი; დაზღვევის ღირებულება – მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი); ვებგვერდის მომსახურების საკომისიო – მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი)", - ნათქვამია განცხადებაში.
სალაროში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5 ათასიანი ტირაჟით მოიჭრა.
ყველა ახალი ამბავი
0