https://sputnik-georgia.com/20250310/arasrulwlovanta-danashauli-saqartveloshi-axali-monacemebi-292425771.html
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
იანვარში 18 წლამდე 98 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია. 10.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-10T13:00+0400
2025-03-10T13:00+0400
2025-03-10T13:00+0400
საქართველო
საქსტატი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 62 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40,3% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა წვრილმანი ხულისგნობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, იანვარში 18 წლამდე 98 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.გარდა ამისა, მხოლოდ 2025 წლის იანვარში ხუთი მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
იანვარში 18 წლამდე 98 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 62 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40,3% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა წვრილმანი ხულისგნობა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, იანვარში 18 წლამდე 98 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
გარდა ამისა, მხოლოდ 2025 წლის იანვარში ხუთი მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.