https://sputnik-georgia.com/20250309/qristes-otxi-mociquli-da-kvavilebi-larnakit-saqartveloshi-dabrunda-292428168.html
„ქრისტეს ოთხი მოციქული“ და „ყვავილები ლარნაკით“ საქართველოში დაბრუნდა
„ქრისტეს ოთხი მოციქული“ და „ყვავილები ლარნაკით“ საქართველოში დაბრუნდა
Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას. 09.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-09T17:49+0400
2025-03-09T17:49+0400
2025-03-09T17:49+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/89/230208906_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_821326060e70d1250c5b44c6ef626405.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი „ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში „ლარნაკი ყვავილებით” 2024 წლის ბოლოს ბელგიაში შეიძინა. სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა.რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს „ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. საქართველოს კულტურის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/89/230208906_62:0:1395:1000_1920x0_80_0_0_52eafe50140ba6e783cf3ae1008f7f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქრისტეს ოთხი მოციქული“ და „ყვავილები ლარნაკით“ საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს კულტურის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი „ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში „ლარნაკი ყვავილებით” 2024 წლის ბოლოს ბელგიაში შეიძინა.
სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა.
1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო - მოგვიანებით „ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია. რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ ნახატები ხელოვნების სასახლეში გოთურ დარბაზში გამოიფინება.
რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს „ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას.