https://sputnik-georgia.com/20250309/biznes-seqtorshi-dasaqmebulta-raodenoba-izrdeba-292423080.html
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.367,0 ლარი 09.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-09T09:51+0400
2025-03-09T09:51+0400
2025-03-09T09:51+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285777656_0:217:3078:1948_1920x0_80_0_0_77988e463d7fbf191782773c5cd8b93b.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 811,8 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაცემზე 3,8%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,3% მამაკაცია, ხოლო 43,7% – ქალი.უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 3,%-ით გაიზარდა და 764,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10,9%-ით მეტია.საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:მსხვილი ბიზნესი – 2.466,2 ლარისაშუალო ბიზნესი – 2.750,1 ლარიმცირე ბიზნესი – 1.969,8 ლარისაანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.367,0 ლარი, რაც 170,8 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.847,3 ლარი.საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10%-ით მეტია 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე.საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 23,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285777656_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_5e387610f822860548e28e06954b6b90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - ახალი მონაცემები
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.367,0 ლარი
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 811,8 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაცემზე 3,8%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,3% მამაკაცია, ხოლო 43,7% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 3,%-ით გაიზარდა და 764,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე აღნიშნულ პერიოდში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10,9%-ით მეტია.
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2.466,2 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2.750,1 ლარი
მცირე ბიზნესი – 1.969,8 ლარი
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.367,0 ლარი, რაც 170,8 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.847,3 ლარი.
საქართველოში 2024 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 62 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10%-ით მეტია 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 23,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.