https://sputnik-georgia.com/20250309/bagdati-sairmis-gzaze-shezgudvebi-amoqmeddeba-292423707.html
ბაღდათი-საირმის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება
ბაღდათი-საირმის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ. 09.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-09T13:52+0400
2025-03-09T13:52+0400
2025-03-09T13:52+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24556/99/245569917_0:263:2500:1669_1920x0_80_0_0_89847e16033f0d9a69f8854ad7ad1cf6.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 32-47,8 კილომეტრ მონაკვეთზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.კურორტი საირმეკურორტი საირმე სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს.საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში, სადაც ხუთი სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე მინერალური სასმელი წყარო და ერთი თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.საირმის შესახებ ცნობილი XIX საუკუნის ბოლოს გახდა, ხოლო ფუნქციონირება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. აქ აშენდა საკურორტო შენობები, გაირკვა მინერალური წყლების შემადგენლობა და მათი სამკურნალო თვისებები, მოეწყო სამედიცინო მომსახურების პუნქტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24556/99/245569917_272:0:2497:1669_1920x0_80_0_0_f95d1002a4d342246ecbb3be0eb4fcff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბაღდათი-საირმის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდება
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 32-47,8 კილომეტრ მონაკვეთზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში ბაღდათი-კურორტ საირმის მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
კურორტი საირმე სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს.
საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში, სადაც ხუთი სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე მინერალური სასმელი წყარო და ერთი თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.
საირმის შესახებ ცნობილი XIX საუკუნის ბოლოს გახდა, ხოლო ფუნქციონირება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. აქ აშენდა საკურორტო შენობები, გაირკვა მინერალური წყლების შემადგენლობა და მათი სამკურნალო თვისებები, მოეწყო სამედიცინო მომსახურების პუნქტები.