https://sputnik-georgia.com/20250308/saqartvelos-premier-ministrma-mosamartleebze-evropeli-elcebis-zewola-dagmo-292419684.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსამართლეებზე ევროპელი ელჩების ზეწოლა დაგმო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსამართლეებზე ევროპელი ელჩების ზეწოლა დაგმო
Sputnik საქართველო
ევროპის ქვეყნების ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება არის პირდაპირი ზეწოლა ქვეყნის სასამართლო სისტემაზე და, შესაბამისად, ღია პოლიტიკური ჩარევა. 08.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-08T14:08+0400
2025-03-08T14:08+0400
2025-03-08T14:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული სასამართლო
ბათუმი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305854_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_5edd7f303f7055f41884c2b962301c02.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესებზე უცხოელი ელჩების დასწრებას პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა უწოდა.ლიეტუვისა და საფრანგეთის ელჩები პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ. გამოძიების ვერსიით, მან საპროტესტო აქციის დროს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.ვინ არის მზია ამაღლობელიოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს დააკავეს. ინციდენტი მოხდა საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმში დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ის ადმინისტრაციული წესით სხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს.21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი (აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე) დაუშვებლად ცნო.მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.ამაღლობელმა დაკავების შემდეგ გამოაცხადა შიმშილობა, რომელმაც 37 დღე გასტანა. ამჟამად ის რუსთავის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305854_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_9f8f1fbd5d0c312dff9625fc808c4ea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, ბათუმი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო, ბათუმი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსამართლეებზე ევროპელი ელჩების ზეწოლა დაგმო
ევროპის ქვეყნების ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება არის პირდაპირი ზეწოლა ქვეყნის სასამართლო სისტემაზე და, შესაბამისად, ღია პოლიტიკური ჩარევა.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესებზე უცხოელი ელჩების დასწრებას პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა უწოდა.
ლიეტუვისა და საფრანგეთის ელჩები პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ოპოზიციური გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ. გამოძიების ვერსიით, მან საპროტესტო აქციის დროს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს დააკავეს. ინციდენტი მოხდა საპროტესტო აქციაზე, სადაც ბათუმში დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ის ადმინისტრაციული წესით სხვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი (აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე) დაუშვებლად ცნო.
მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
ამაღლობელმა დაკავების შემდეგ გამოაცხადა შიმშილობა, რომელმაც 37 დღე გასტანა. ამჟამად ის რუსთავის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია.