რამდენი ელექტრომობილია საქართველოში - ბოლო მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliელექტრომობილი Tesla
ელექტრომობილი Tesla  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2025
გამოწერა
საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იზრდება
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში 9 ათასს აჭარბებს, რაც 79%-ით აღემატება 2024 წლის 1 იანვრის მაჩვენებელს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით, როდესაც საქართველომ ელექტრომობილების სტატისტიკის წარმოება დაიწყო, მათი რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა.
ელექტრომობილების 76%-ზე მეტი რეგისტრირებულია თბილისში, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების მფლობელთა რაოდენობით ასევე იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი ლიდერობენ.
ელექტრომობილების უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან. ჯამში საქართველომ 2024 წელს 107 მილიონ დოლარად 5454 ელექტრომობილი შეიძინა.
თბილისი, სადაც რეგისტრირებულია 6,9 ათასზე მეტი ელექტრომობილი, ელექტრომობილებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქია, სადაც დამტენი სადგურებია მთელი ქალაქის მასშტაბით არის განთავსებული. ამასთან, ქალაქის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში კიდევ 198 დამატებითი სადგურის დამონტაჟებას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0