https://sputnik-georgia.com/20250308/baltiispiretis-qveynebis-sanqciebi-absurdia-paata-salia-292424240.html
ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები აბსურდია - პაატა სალია
ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები აბსურდია - პაატა სალია
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სანქციები გაუქმდება. 08.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-08T22:41+0400
2025-03-08T22:41+0400
2025-03-08T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბალტიისპირეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სავიზო სანქციების შემოღება აბსურდულია და აჩვენებს, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა სალიამ.3 მარტს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სანქციები გაუქმდება.„მოვა დრო და ეს ყველა სანქცია ისეთივე სიმარტივით გაუქმდება, როგორც იქნა გავრცელებული“, - განაცხადა სალიამ.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბალტიისპირეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბალტიისპირეთი
ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები აბსურდია - პაატა სალია
პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სანქციები გაუქმდება.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სავიზო სანქციების შემოღება აბსურდულია და აჩვენებს, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ რეალობაში, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა სალიამ.
3 მარტს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
„აი ასეთ წარმოუდგენელ აბსურდში ვართ უკვე ამ ბოლო პერიოდში, რაც მიუთითებს იმაზე რომ განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში მათი სახელმწიფოს წარმომადგენლები სხვა პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ვერ აღიქვამენ რეალურად თუ რა ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა სალიამ.
პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში სანქციები გაუქმდება.
„მოვა დრო და ეს ყველა სანქცია ისეთივე სიმარტივით გაუქმდება, როგორც იქნა გავრცელებული“, - განაცხადა სალიამ.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.