https://sputnik-georgia.com/20250308/---guns-n-roses-------292424110.html
აჟიოტაჟის გარეშე: საქართველოში Guns N' Roses-ის ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ არის
აჟიოტაჟის გარეშე: საქართველოში Guns N' Roses-ის ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ არის
Sputnik საქართველო
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. 08.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-08T21:41+0400
2025-03-08T21:41+0400
2025-03-08T21:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/00/231180012_0:86:3488:2048_1920x0_80_0_0_57205f6d9ea59126449ad34deb53e57a.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ცნობილი ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფის Guns N’ Roses-ის კონცერტის ბილეთები, გაყიდვის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გაყიდული - ყველა პოზიციაზე 100-ზე მეტი ბილეთია დარჩენილი.Guns N' Roses 30 მაისს შეკვეთილში, ციცინათელას პარკში წარდგება. ბილეთების ფასი კატეგორიის მიხედვით 280, 450 და 1 ათასი ლარია.კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23118/00/231180012_375:0:3106:2048_1920x0_80_0_0_9d55d90f240a5f74a5d46af47c0dcd12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
აჟიოტაჟის გარეშე: საქართველოში Guns N' Roses-ის ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ არის
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ცნობილი ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფის Guns N’ Roses-ის კონცერტის ბილეთები, გაყიდვის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გაყიდული - ყველა პოზიციაზე 100-ზე მეტი ბილეთია დარჩენილი.
Guns N' Roses 30 მაისს შეკვეთილში, ციცინათელას პარკში წარდგება. ბილეთების ფასი კატეგორიის მიხედვით 280, 450 და 1 ათასი ლარია.
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.
Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.