https://sputnik-georgia.com/20250307/saqartvelos-xelisufleba-emsaxureba-mxolod-xalxs-da-ara-gare-zalebs-parlamentis-tavmjdomare-292413246.html
ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ ხალხს და არა გარე ძალებს - პარლამენტის თავმჯდომარე
ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ ხალხს და არა გარე ძალებს - პარლამენტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ საზოგადოებისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა გარე მოთამაშეებს 07.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-07T18:48+0400
2025-03-07T18:48+0400
2025-03-07T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e9c46ecb3d950e30bfccaaf9555b9a3e.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველო მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ბოლო დროს ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მოქმედებს მესამე ქვეყნების ინტერესებში რიგი საკითხების გადაწყვეტისას და, ფაქტობრივად, საკუთარ თავს ევროკავშირს უპირისპირებს.ალიანსები და თანამშრომლობა დგება იქ, სადაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, დაასკვნა მან.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589584_79:0:1218:854_1920x0_80_0_0_9dcf886bcec85719938852f32f1f17a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ ხალხს და არა გარე ძალებს - პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ საზოგადოებისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა გარე მოთამაშეებს
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველო მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო დროს ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მოქმედებს მესამე ქვეყნების ინტერესებში რიგი საკითხების გადაწყვეტისას და, ფაქტობრივად, საკუთარ თავს ევროკავშირს უპირისპირებს.
„საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ს ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი - ქართველი ხალხის ინტერესებით, ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ალიანსები და თანამშრომლობა დგება იქ, სადაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, დაასკვნა მან.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.