https://sputnik-georgia.com/20250307/ratom-daasanqcires-qartveli-sportsmenebi-deputati-sarmanasvilis-mosazreba-292412315.html
რატომ დაასანქცირეს ქართველი სპორტსმენები - დეპუტატი შარმანაშვილის მოსაზრება
რატომ დაასანქცირეს ქართველი სპორტსმენები - დეპუტატი შარმანაშვილის მოსაზრება
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაშა ტალახაძის დასანქცირების მიზეზები სასაცილოდ მიაჩნია 07.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-07T17:28+0400
2025-03-07T17:28+0400
2025-03-07T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ბალტიისპირეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292402672_0:166:960:706_1920x0_80_0_0_9e532a4d3defcb532a122b2433e00d2d.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იმაზე კარგი ვერაფერი მოიფიქრა, ვიდრე დეპუტატ ლაშა ტალახაძე და მისი სხვა კოლეგები აგრესიულობაში დაადანაშაულოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.3 მარტს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა, რომლის თანახმად აღნიშნულ პირებს ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. სანქცირებულ პირთა შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრები, მათ შორის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დეპუტატი ლაშა ტალახაძე და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს სია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ კოორდინაციით შედგა. ორგანიზაციამ თავის გვერდზე სანქცირებული თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და უშიშროების ჩინოვნიკების სრული სია გამოაქვეყნა.დეპუტატი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური, რასაც ვერ იტყვი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“.„არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც“, - განაცხადა შარმანაშვილმა.მისი თქმით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას ერთი პატრონი ჰყავს, ორგანიზაცია ნეიტრალურობას კარგავს.„ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ის ფონდები, რომლებიც მათ პატრონობდნენ, ამ არასწორი საქციელის ჩადენის გამო, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, USAID-ის შემდეგ, შეუჩერა დაფინანსება NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა სახსრებს.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292402672_0:76:960:796_1920x0_80_0_0_d9ad70106249dc3484f823927e221ce9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ბალტიისპირეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ბალტიისპირეთი
რატომ დაასანქცირეს ქართველი სპორტსმენები - დეპუტატი შარმანაშვილის მოსაზრება
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაშა ტალახაძის დასანქცირების მიზეზები სასაცილოდ მიაჩნია
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იმაზე კარგი ვერაფერი მოიფიქრა, ვიდრე დეპუტატ ლაშა ტალახაძე და მისი სხვა კოლეგები აგრესიულობაში დაადანაშაულოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
3 მარტს ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა, რომლის თანახმად აღნიშნულ პირებს ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. სანქცირებულ პირთა შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრები, მათ შორის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დეპუტატი ლაშა ტალახაძე და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს სია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ კოორდინაციით შედგა. ორგანიზაციამ თავის გვერდზე სანქცირებული თანამდებობის პირების, მოსამართლეებისა და უშიშროების ჩინოვნიკების სრული სია გამოაქვეყნა.
„იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა, თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის. ეს არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან და რა თქმა უნდა ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან ყველანაირ ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური, რასაც ვერ იტყვი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“.
„არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას ერთი პატრონი ჰყავს, ორგანიზაცია ნეიტრალურობას კარგავს.
„ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ის ფონდები, რომლებიც მათ პატრონობდნენ, ამ არასწორი საქციელის ჩადენის გამო, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, USAID-ის შემდეგ, შეუჩერა დაფინანსება NED-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორად ითვლება. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, მათ შორის NED-ს, არ ჰქონდათ არსებობის უფლება და არ იმსახურებდნენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა სახსრებს.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.