https://sputnik-georgia.com/20250307/parizsa-da-tbiliss-soris-pirdapiri-reisebi-ert-tvesi-daiwyeba-292409028.html
პარიზსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ერთ თვეში დაიწყება
პარიზსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ერთ თვეში დაიწყება
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს. 07.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-07T12:53+0400
2025-03-07T12:53+0400
2025-03-07T12:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საფრანგეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_0:101:3462:2048_1920x0_80_0_0_8c616df5b76b039e32d469ad571a665a.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. დაბალბიუჯეტური ფრანგული ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის აპრილში იწყებს. Transavia France ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. პირველი რეისი პარიზიდან თბილისის მიმართულებით 12 აპრილს შესრულდება. Transavia France ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ეკუთვნის Air France-ს და Transavia-ს. რაც შეეხება ორლის აეროპორტს, ის პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. საქართველოში მარტის ბოლოდან პირდაპირ ფრენებს ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს. კერძოდ, ორი ბრიტანული ავიაკომპანია მარტიდან, ხოლო ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები აპრილიდან დაიწყებენ ოპერირებას. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Transavia France-ს გარდა, ქართულ ავიაბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოდიან:30 მარტიდან გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს; 31 მარტიდან ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით - ლონდონი, ჟენევა, მილანი შეასრულებს რეისებს; 12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_731:0:3462:2048_1920x0_80_0_0_8ab1ae8c40b7a64bd3d4e2a433e1e48c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
პარიზსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ერთ თვეში დაიწყება
ამ დროისთვის საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. დაბალბიუჯეტური ფრანგული ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის აპრილში იწყებს.
Transavia France ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. პირველი რეისი პარიზიდან თბილისის მიმართულებით 12 აპრილს შესრულდება.
Transavia France ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ეკუთვნის Air France-ს და Transavia-ს. რაც შეეხება ორლის აეროპორტს, ის პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
საქართველოში მარტის ბოლოდან პირდაპირ ფრენებს ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს. კერძოდ, ორი ბრიტანული ავიაკომპანია მარტიდან, ხოლო ფრანგული და შვეიცარიული კომპანიები აპრილიდან დაიწყებენ ოპერირებას.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Transavia France-ს გარდა, ქართულ ავიაბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოდიან:
30 მარტიდან გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways ლონდონი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს;
31 მარტიდან ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით - ლონდონი, ჟენევა, მილანი შეასრულებს რეისებს;
12 აპრილიდან lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.