https://sputnik-georgia.com/20250307/13-qveynis-elcebma-saqartvelos-prezidents-rwmunebata-sigelebi-gadasces-292407694.html
13 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
13 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
Sputnik საქართველო
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩებთან პირისპირ შეხვედრა გამართა. 07.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-07T11:03+0400
2025-03-07T11:03+0400
2025-03-07T11:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251394682_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_e6047b3a3a077c85935d79361411af90.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისთვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი. ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო. ყაველაშვილმა ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251394682_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_25ab735290f46193eb694a265ba76aae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
13 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩებთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისთვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა ამერიკული მოდელით. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 300-დან 224 ხმა მიიღო. ყაველაშვილმა ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.