ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობას განტვირთავს

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2025
გამოწერა
ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ზუგდიდში ახალი ხიდი შენდება, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობას განტვირთავს და ქალაქს მნიშვნელოვან პრობლემას მოუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა", - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი საავტომობილო ხიდი ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე შენდება და ის წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
პროექტის ღირებულება 1,8 მლნ ლარია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0