მოსაზრება: რამდენი თვე გაძლებს უკრაინის არმია ამერიკული იარაღის გარეშე

© AP Photo / Sgt. 1st Class Andrew DicksonATACMS
ATACMS  - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2025
გამოწერა
აშშ-ის სამხედრო დახმარების თუნდაც დროებით შეწყვეტამ, შესაძლოა, მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ რუსეთი სამი წლის განმავლობაში „ფშვნიდა“ არა მხოლოდ უკრაინის არმიას, არამედ პენტაგონის არსენალებსაც. თუ ვაშინგტონი შეწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან დახმარებას – კოსმოსურ კავშირს, სატელიტურ დაზვერვას, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისა და არტილერიის სამიზნეების მინიშვნას, Patriot-ის საზენიტო სისტემებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების „აღმოსავლეთ ფრონტი“, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ან ორ თვეში დაეცეს.
ვაშინგტონმა 3 მარტს, ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა. აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანება ვრცელდება მთელ იმ სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ამჟამად არ იმყოფება უკრაინაში, მათ შორის, იმ იარაღზე, რომელიც ტრანსპორტირების პროცესშია – თვითმფრინავებით, გემებით ან პოლონეთის ტერიტორიაზე ტრანზიტულ ზონებში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ იარაღის ნაკადი ჟეშუვის აეროპორტის გავლით შეჩერდა.
უკრაინის არმიისთვის ეს სერიოზული დარტყმაა. მხოლოდ პენტაგონის არსენალებიდან 3,85 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების შეჩერება საკმარისია, რომ ფრონტზე სერიოზული პრობლემები გაჩნდეს. ეს უკვე მზადყოფნაში მყოფი ტექნიკაა, რომლის წარმოებას დრო აღარ სჭირდება.
Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო მარაგი კიევს, დაახლოებით, ორ-სამ თვეს ეყოფა.
აშშ-ის კონგრესში დონალდ ტრამპის გამოსვლამ და მისმა დაპირებამ „ჯანსაღი აზრის რევოლუციის“ შესახებ ცხადყო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფი აღდგენა მოსალოდნელი არ არის.
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 4 მარტს მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროპასა და უკრაინას აღარ აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ომი რუსეთთან.
ევროკავშირი არ აპირებს „კაპიტულაციას“ და განაცხადა, რომ თავდაცვის გაძლიერებისთვის 158 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს სესხების სახით. განიხილება ევროპის (და უკრაინის) მასშტაბური „გადაიარაღების“ პროგრამაც, რომელიც 842 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს. თუმცა, რეალობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს თანხა იარაღად და საბრძოლო მასალად წლების ან ათწლეულების შემდეგ გარდაიქმნება, რადგან ევროპული სამხედრო-სამრეწველო სექტორი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების სრულმასშტაბიან ჩანაცვლებას.
ზელენსკიმ მანამდე ტრამპს განუცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთთან „ძალიან, ძალიან შორსაა“. მაგრამ რა ელის უკრაინის საბრძოლო თეატრს რეალურად?
აშშ-ის სახელმწიფომდივანმა მარკორუბიომ განაცხადა, რომ უახლოესდღეებში ილონმასკთან განიხილავსუკრაინაში Starlink-ის სატელიტურიინტერნეტის გათიშვისსაკითხს.
ამგვარი გადაწყვეტილების შედეგები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზზე მყოფი ნაწილებისთვის იქნება საგრძნობი. ისინი მყისიერად დარჩებიან საიმედო კავშირის გარეშე, რომელიც საბრძოლო მართვის საფუძველს წარმოადგენს. ასევე შეწყდება სამიზნეების მინიშნება, მეზობელ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია, უპილოტო საფრენი აპარატებისა და საზღვაო დრონების ნავიგაცია. ჯარები „დაბრმავდებიან და დაყრუვდებიან“, რაც მათ არაკონტროლირებად მასად გადააქცევს. ამან, შესაძლოა, უკრაინული ძალებისთვის კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, რომელიც პენტაგონის „გლობალური მყისიერი დარტყმის“ ეფექტს დაემსგავსება.
უკვე არსებული ცნობებით, ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Starlink-ის სატელიტური კავშირის გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ევროპელმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის საბრძოლო მასალა ან ტექნიკა მიაწოდონ კიევს, მაგრამ Starlink-ის ჩანაცვლება შეუძლებელია – სისტემის შესაძლებლობების აღდგენა თუნდაც მცირე მოცულობითაც კი პრაქტიკულად გამორიცხულია.
ამასთან, აშშ-მა დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ამერიკული დაზვერვის მონაცემების გაზიარება აუკრძალა. კერძოდ, შეჩერდება ბრიტანეთის სამთავრობო საკომუნიკაციო ცენტრის, დაზვერვის სააგენტოებისა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით. ვაშინგტონი გეგმავს, მკაცრად გააკონტროლოს სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა იმ სააგენტოების მეშვეობით, რომლებიც კიევში მოქმედებენ.
თუ ეს შეზღუდვები მკაცრი ფორმით ამოქმედდა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიუწვდომელი გახდება ნატოს ყველაზე მაღალი სიზუსტის რაკეტებისა და რეაქტიული ჭურვების სამიზნეების კოორდინატები. ეს კი პოტენციურად მწყობრიდან გამოიყვანს უკრაინის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საზღვაო დრონებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ობიექტებზე დამიზნებას ამერიკულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებენ.
თუმცა, უკრაინას Starlink-ის გათიშვისგარეშეც სერიოზულიგამოწვევები აქვს. ATACMS-ის (მაქსიმალური სროლის მანძილი – 300 კმ) და HIMARS/MLRS-ისთვის განკუთვნილი რეაქტიული ჭურვების (80 კმ) მარაგი ძალზე მცირეა. საჰაერო თავდაცვის სისტემები (Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები) ყოველდღიურად მოიხმარს რაკეტების დიდ რაოდენობას, რომელთა დეფიციტი უკრაინის ავიაბაზებს, ჯარის დისლოკაციის წერტილებს, არსენალებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის ინდუსტრიას რუსული საავიაციო და სარაკეტო დარტყმების წინაშე დაუცველს დატოვებს. სერიოზული პრობლემაა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტიც, რომელთა უმსხვილესი მომწოდებელი აშშ იყო.
დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის მიერ სამხედრო დახმარების შეჩერება არ გამოიწვევს უკრაინული ფრონტის მყისიერ კოლაფსს, მაგრამ მნიშვნელოვნად დაასუსტებს საჰაერო თავდაცვის სისტემას და, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში ომის მსვლელობას შეცვლის.
კიევმა, შესაძლოა, ჯერ სრულად ვერ გაიაზრა „იარაღის შიმშილის“ მასშტაბები, თუმცა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მარაგი მათ მხოლოდ ორი-სამი თვე ეყოფათ, რის შემდეგაც „უკანდახევა გარდაუვალი იქნება“.
„აზოვის“ წევრი ბოგდან კროტევიჩი წინასწარმეტყველებს, რომ რუსული შეტევა კიევზე უახლოეს 100 დღეში დაიწყება.
თუმცა, რეალობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, შესაძლოა, ბევრად უფრო სწრაფად და მძიმედ განვითარდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0